სახის კანის მოვლა

როგორ უკვე ვიცით წინა პოსტიდან, სახის კანი 5 ძირითადი ტიპი არსებობს: მშრალი, მგრძნობიარე, ნორმალური, კომბინირებული და ცხიმიანი. თითოეულ ტიპს აქვს საკუთარი მახასიათებლები და მოითხოვს საკუთარ განსაკუთრებულ ზრუნვას, რომელიც განსხვავდება ერთმანეთისგან.

მოკლედ ჩამოვთვალთ სახის კანის რუტინის ზოგადი საფეხურები:

აქვე მინდა გითხრათი, რომ თუ ინტენსიურად იყენებთ მაკიაჟს, პირველი ნაბიჯი- წმენდა სასურველია ჩატარდეს ორ საფეხურად. პირველად გამოვიყენოთ ზეთოვანი გამწმენდი, რომელიც ადვილად აშორებს მაკიაჟს და მეორედ-  ქაფიანი გამწმენდი, პირველი ეპატის შემდეგ დარჩენილ მაკიაჟს/ჭუჭყს მოგვაშორებს.

ბოლო წლებში ასევე საკმაოდ ტრენდული გახდა ნაჭრის ნიღბების გამოყენება, რომელიც შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი სახის კანის რუტინაში.

განვიხილოთ თითოეული კანის ტიპის მოვლა

მშრალ კანზე ზრუნვისას მთავარი რეკომენდაციაა რეგულარული კვება და დატენიანება, მისი მზის სხივებისგან დაცვა. ისევე როგორც ყველა ტიპის კანი, მშრალი კანის შემთხვევაშიც სახის კანის რუტინა კეთდება დღეში ორჯერ, დილას და საღამოს.

მშრალი კანის შემთხვევაში რუტინის პირველი საფეხური წმენდა აუცილებლად უნდა ჩატარდეს ზეთოვანი საშუალებით, რათა არ მოხდეს მისი უფრო მეტად გამოშრობა. რაც შეეხება ტონირებას, ამ შემთხვევაშიც რეკომენდირებულია არა ქიმიური ნივთიერებების შემცველი ტონერები. შრატის და დამატენიანებელი კრემის არჩევისას უპირატესობა უნდა მივანიჭოთ იმ პროდუქციას რომელსაც აქვს ღრმა დატენიანების ეფექტი.

მშრალი კანისთ, კვირაში ორჯერ აუცილებელია მკვებავი და დამატენიანებელი ნიღბების გაკეთება.

მგრძნობიარე კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, მას არ უყვარს კოსმეტიკური საშუალებების ხშირი ცვლა. რეკომენდირებულია ისეთი საშუალებების გამოყენება რომელიც შექმნილია უშაუალოდ მგრძნობიარე კანისთვის. ისინი უნდა შეიცავდნენ მსუბუქ გამწმენდ და დამამშვიდებელ ნივთიერებებს, მაგალითად როგორიცაა: პანტენოლი, კალენდულას ზეთი, ძირტკბილას ექსტრაქტი. უმთავრესი რეკომენდაციაა რომ ნებისმიერი პროდუქცია რასაც გამოვიყენებთ უნდა იყოს უალკოჰოლო.

მშრალ კანზე ზრუნვისას, მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული კანის ამ მდგომარეობაში შენარჩუნებისკენ რაც შეიძლება დიდხანს. ნორმალური კანისთვის ძირითად რეკომენდაციას წარმოადგენს მისი სრულყოფილი დატენიანება. გამწმენდათ კი რეკომენდირებულია გელის გამოყენება, ის ასუფთავებს კანს, მაგრამ არ იწვევს მის გამოშრობას.

კომბინირებულ კანს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება, რადგან გარკვეულ უბნებზე ის ცხიმიანია, სხვა დანარჩენზე კი მშრალი. ასეთი კანის მოვლის დროს ძირითადი საზრუნავია T ზონა, რათა მოხდეს ცხიმის გამოყოფის რეგულირება ამ ზონაში. თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი რომ, ასეთი კანის ტიპის დროსაც კი არაა სასურველი ძლიერი გამწმენდების გამოყენება, რადგან სებიუმი ჭირდება კანს, რათა იგი იყოს დატენიანებული და ელასტიური. როდესაც ვიყენებთ ძლიერ გამწმენდ საშუალებებს კანს ვაცლით იმაზე მეტ ცხიმს ვიდრე საჭიროა, ამ დროს კი ირთვება კანის დამცველობითი ფუნქცია და ის უფრო მეტ სებიუმს(ცხიმს) გამოიმუშავებს. კანის დამატენიანებლად კი უნდა გამოვიყენოტ რაც შეიძლება მსუბუქი ტექსტურის მქონე საცხები.

ცხიმიანი კანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი რეგულარული და საფუძვლიანი წმენდა. ცხიმის ყველაზე დიდი რაოდენობა გამოიყოფა ხდება შუადღისას, ამიტომ ცხიმიანი კანის წმენდა რეკომენდირებულია დღეში 2-ჯერ. უნდა მოვერიდოთ ისეთი პროდუქციის გამოყენებას, სადაც ჭარბადაა ცხიმი, რადგან ასეთი ტიპის კანს მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ცხიმის შეწოვა შეუძლია, დანარჩენი კი კანის ზედაპირზე რჩება, რაც ახშობს ცხიმოვანი ჯირკვლების სადინრებს და იწვევს ე.წ. შავი წეტილების წარმოქმნას. უნდა მოერიდეთ ალკოჰოლისა და სულფატების შემცვლელი პროდუქტების გამოყენებას, რადგან ისინი თქვენს კანს ბუნებრივ ცხიმს აცლიან. შედეგად კი ირთვება განგაშის სიგნალი  და თქვენი ჯირკვლები, თავდაცვის მიზნით, უფრო მეტი ცხიმის გამომუშავებას იწყებენ. 

ცხიმიანი, კომბინირებული და პრობლემური კანისთვის მთავარი რეკომენდაციაა, მისი საფუძლიანი წმენდა, სასურველია ეს იყოს 2 ეტაპიანი წმენდა. პირველ ეტაპზე უნდა გამოვიყენოთ ზეთოვანი დასაბანი საშუალება, რომელშიც საფუძლიანად აშორებს მაკიაჟს, ჭუჭყს, თუმცა არის ისეთი ნივთიერებებიც რომლებიც არ იხსნება ზეთოვან არეში და სწორედ ამიტომაა საჭირო წმენდის მეორე ეტაპი, რომლის დროსაც ვიყენებთ წყლის ბაზაზე დამზადებულ საშუალებებს.

მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ დასაბანი საშუალება რომელიც გიშრობთ კანს დაბანის შემდეგ, არაა თქვენს კანზე მორგებული და საჭიროა მისი შეცვლა.   

Поделиться в facebook
გააზიარე
Пролистать наверх