როგორ შევარჩით ბიორევიტალიზაციის პრეპარატი?

თანამედროვე ესთეტიურ მედიცინაში ბიორევიტალიზაცია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროცედურაა. მისმა ასეთმა აქტუალურობამ გამოიწვია უამრავი ახალი პრეპარატის გამოჩენა, რამაც ცოტა დააბნია პაციენტებს. მოდით გავიგოთ როგორ შევარჩიოთ სწერად ბიორევიტალიზაციის პრეპარატი. 

პრეპარატის არჩევის ძირითადი პრინციპები

პროცედურის შედეგი პირდაპირ დამოკიდებულია პრეპარატის, ანუ ბიორევიტალიზანტის სწორ შერჩევაზე. ოპტიმალური პრეპარატის არჩევა კი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, კანის მდგომარეობაზე, მისი ცვლილების სიმძიმეზე.

როგორ ავარჩიოთ პრეპარატი ბიორევიტალიზაციისთვის?

30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა კანისთვის, გამოიყენება ბიორევიტალიზანტი, რომლებიც შეიცავს კონცენტრირებულ, სუფთა ჰიალურონის მჟავას. ასეთი  ბიორევიტალიზანტი ოპტიმალურია თხელი კანისთვის, ასევე ისეთი კანისთვის რომელსაც აქვს მიდრეკილება პიგმენტური ლაქებისკენ  და ზედაპირული ნაოჭების გაჩენისკენ.

30-დან 40 წლამდე ასაკისთვის რეკომენდებულია ისეთი ბიორევიტალიზანტის  გამოყენება, რომლებიც გარდა კონცენტრირებული სუფთა ჰიალურონის მჟავისა, დამატებით შეიცავს ვიტამინებს და კანისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებს.

50-55 წლის ასაკში ბიორევიტალიზაცია ფუნდამენტურად არ შეცვლის კანის მდგომარეობას, მაგრამ მაინც ახერხებს კანის სტუქტურის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ე.წ. წვრილ ნაოჭოვანი ტიპის დაბერების დროს, რადგან რაც უფრო დატენიანებულია კანი, მით უფრო კარგად გამოიყურება. ბიორევიტალიზაცია კი ხელს უწყობს აღდგეს და ნორმალიზდეს მეტაბოლური პროცესები დერმაში. 15 წლის განმავლობაში ამ მეთოდმა დაამტკიცა მისი ეფექტურობა.

თუ მენოპაუზის დროს ქალი ამბობს, რომ ჰიალურონის მჟავას შეყვანა არაეფექტურია, ხოლო პროცედურის შემდეგ კანი უფრო შეშუპებული და მშრალია, მაშინ ასეთი ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტი უნდა გაიგზავნოს ენდოკრინოლოგთან. ჰიპოთირეოზი ხშირად გვხვდება ამ ასაკობრივ კატეგორიაში, და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზაციის შემდეგ, ინექციები ძალიან ეფექტური იქნება, კანი იქნება არა ისევ გამომშრალი, არამედ უკვე უფრო დატენიანებული.

აუცილებელია გვახსოვდეს რომ პროცედურების რაოდენობის გადაჭარბება არაა მიზანშეწონილი, მაქსიმალური კურსი შეიძლება ჩატარდეს 6 თვეში ერთხელ, მაგრამ უმჯობესია გაიმეოროთ ის არა უმეტეს წელიწადში ერთხელ. ვინაიდან ჰიალურონის მჟავა იზიდავს წყლის უამრავ მოლეკულას, მისი გადაჭარბებული დოზირება იწვევს კანის უჯრედების უჯრედშორისი სივრცის გაჭიმვას, რაც შემდგომში იწვევს გადიდებული და შესიებული სახის ეფექტს.

პრეპარატის 1-1,5 მლ საკმარისია სახის სრულად დამუშავებისთვის, 1,5-2 მლ — დამატებით კისრის ზონისთვიცაც საკმარისის, ხოლო 3-5მლ პრეპარატი საკმარისი იქნება არა მხოლოდ სახის, არამედ კისრის, დეკოლტის და ხელების გაახალგაზრდავებისთვის.

Поделиться в facebook
გააზიარე
Пролистать наверх