რატომ ფართოვდება ფორები?

ფორები ეს არის ცხიმოვანი ჯირკვლების სადინრები, რომლებიც დიამეტრით დაახლოებით 2-4მმ-ია. მისი მთავარი ფუნქციაა ცხიმის(სებიუმის) და ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების გამოყოფა და ასევე დაცვა გარემო ფაქტორებისგან.

ყველაზე ხშირად, გაფართოებული ფორები გვხვდება ცხიმიანი ან კომბინირებული კანის მქონე ადამიანებში. აღნიშნული კანის ტიპების დროს ცხიმი ჭარბი რაოდენობით გამომუშავდება და თუ ამ დროს სადინარს გარედან მკვდარი უჯრედები „აკრავს“, ცხიმი ვერ გამოიყოფა გარეთ და ხდება მისი დაგროვება სადინრებში. დროთა განმავლობაში კი გვაძლევს ე.წ. გაფართოებული ფორების ვიზუალიზაციას. გარდა იმისა რომ ეს ძალიან არაესთეტიური სანახავია, იგი საზიანოცაა კანის ჯანმრთელობისთვის, რადგან პირდაპირი გაგებით იგი აჩერებს სუნთქვას დახშული სადინრების გამო.

რა ფაქტორები განსაზღვრავენ გაფართოებული ფორების წარმოქმნას

როგორც უკვე ავღნიშნეთ, მშრალ ან ნორმალურ კანზე, ფორები თითქმის შეუმჩნეველია. რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით კომბინირებულ და ცხიმიან კანზე.

ზოგადად, ძირითადი მიზეზები რის გამოც ფორები ფართოვდება ესენია:

ერთხელ და სამუდამოდ შეუძლებელია გაფართოებული ფორების პრობლემის მოგვარება. თუმცა, ფაქტორები, რომლებიც ამწვავებს სიტუაციას, შეიძლება მინიმუმამდე შევამციროთ.

ამასთანავე თუ სწორად ვიზრუნებთ სახის კანზე, რაციონიდან ამოვიღებთ ზედმეტად ცხიმიანებს და დღის განმავლობაში მივიღებთ საჭირო რაოდენობის წყალს ფორები ნელ-ნელა უფრო შეუმჩნეველი გახდება.

Поделиться в facebook
გააზიარე
Пролистать наверх