რა არის პლაზმოლიფტინგი?

    მარადიული ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის ადამიანები ზოგჯერ ძალიან სისხლიან ექსპერიმენტებზეც მიდიან. საბედნიეროდ თანამედროვე მეცნიერებამ დაადასტურა, რომ ჩვენს სისხლს სპეციალური დამუშავების შემდეგ ნამდვილად შეუძლია ორგანიზმის გაახალგაზრდავება.

პლაზმოლიფტინგი- ეს არის თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ერთ-ერთი პოპულარული პროცედურა. მისი მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში, პაციენტს ვენიდან უღებენ სისხლს, ათავსებენ სპეციალურ სინჯარებში და დებენ ცენტრიფუგაში, სადაც რამდენიმე წუთში ჩვენი სისხლი იყოფა ფრაქციებად- თრომბოციტები გამოეყოფა სისხლის წითელ სხეულაკებს, ერითროციტებს. თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანა ხდება მიკროინექციებით. შედეგად შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, ფიბრობლასტები, იწყებენ კოლაგენის და ელასტინის გამომუშავების გააქტიურებას, რაც ხელს უწყობს კანის ელასტიურობის და სიმკვრივის აღდგენას.

პროცედურას სჭირდება დაახლოებით 30 წუთი, პლაზმის შეყვანა საპროცედურო არეში უნდა მოხდეს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 10 წუთისა, რადგან სწორედ ამ პერიოდშია ყველაზე აქტიური მისი სასარგებლო თვისებები.

რა ეფექტს გვაძლევს პლაზმოლიფტინგი?

პროცედურა აუმჯობესებს კანის ტურგორს (ელასტიურობას), ატენიანებს, კვებავს, აუმჯობესებს ფერს და სტრუქტურას,კანი ხდება უფრო მეტად ხავერდოვანი და გლუვი, აუფერულებს ასაკობრივ ლაქებს, ამცირებს ანთებით კერებს. ასევე პლამოლიფტინგი გამოიყენება თმის ცვენის სამკურნალოდ. პროცედურა აძლიერებს თმის ფოლიკულებს და ხელს უშლის თმის ცვენას, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებას, ამცირებს ქავილს და ქერტლს,ამავდროულად თმა ხდება უფრო ბზინვარე და რბილი.

რა ასაკიდან შეიძლება გაკეთდეს პლაზმოლიფტინგი?

პროცედურა შეიძლება გაკეთდეს 18-20 წლიდან, თუმცა როგორც ყველა პროცედურა ესეც ინდივიდუალურია.

პლაზმოლიფტინგის ჩვენებები:

პლაზმოლიფტინგის უკუჩვენებები:

პლაზმოლიფტინგის რეკომენდირებული კურსი

პლაზმოლიფტინგის  კურსი  მოიცავს  4-6 პროცედურა, 10-14 დღიანი შუალედებით. მიღებული შედეგი კი ნარჩუნდება ერთი წელი.

Поделиться в facebook
გააზიარე
Пролистать наверх