რა არის პიგმენტაცია?

პიგმენტაცია ესთეტიურ მედიცინაში ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა, რომლის გამოსწორება არც თუ ისე ადვილია, იგი მოითხოვს საკმაო ძალისხმევას და დროს.

და მაინც რა არის პიგმენტაცია? პიგმენტაცია არის პიგმენტის (ფერის) დეპონირება ქსოვილებზე, ანუ კანის დაფერვა პიგმენტების ზემოქმედებით. კანის ფერის პიგმენტი დამოკიდებულია გენეტიკურ მახასიათებლებზე და მოიცავს სხვადასხვა კანის პიგმენტების ერთობლიობას: მელანინის (ყავისფერი), კაროტინის (ყვითელი), ოქსიჰემოგლობინის (წითელი) და დეოქსიჰემოგლობინის (ლურჯი). მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მელანინი, იგი მიჩნეულია კანის მთავარ პიგმენტად, ის მდებარეობს ეპიდერმისში და კანს აძლევს თავისებურ შეფერილობას. ფერი დამოკიდებულია მელანინის კონცენტრაციაზე და განაწილებაზე. მელანინის სინთეზზე პასუხისმგებელნი არიან ეპიდერმისის უჯრედები- მელანოციტები.

მელანინის მთავარი ამოცანაა კანის დაცვა ულტრაიისფერი სხივების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. მელანინი არ აძლევს სხივებს კანის ფენებში შეღწევის საშუალებას, იგი აირეკლავს ამ სხივებს და იმას რასაც ჩვენ რუჯს ვეზახით, სინამდვილეში არის ორგანიზმის დამცველობითი ფუნქცია.

პიგმენტური ლაქები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის- ღია ყავისფერიდან მუქ ყავისფერამდე.

რა უნდა იცოდეთ პიგმენტაციის შესახებ?

მაშინაც კი, თუ ძალიან გვიყვარს რუჯი, უნდა შევეცადოთ, რომ ამას არ მივცეთ სისტემატიური ხასიათი, რადგან ეს არის ასაკობრივი ლაქების გაჩენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი. მზის აბაზანების მიღებისას, როგორც ბუნებრივი (სანაპიროზე), ისე ხელოვნური (სოლარიუმში), აუცილებელია მზისგან დამცავის გამოყენება, განსაკუთრებით მზის მაქსიმალური მოქმედების დროს — 11-დან 16 საათამდე.

იმისთვის, რომ ჩვენს კანში მელანინი სინთეზირდეს ისე როგორც ეს საჭიროა, ჩვენს კვების რაციონში უნდა იყოს ისეთი პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ცე ვიტამინით: ციტრუსები, ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ბარდა, პომინდორი, მოცხარი.

სასარგებლოა იცოდეთ, რომ ცხიმოვანი და «მძიმე» საკვები, რომელიც ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, პროვოცირებს ასაკობრივ ლაქებს. შესაბამისად, მენიუში არ უნდა იყოს დიდი რაოდენობით (და განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში!). ასევე სასურველია თავი შევიკავოთ გადაჭარბებული რაოდენობა სასმლის, ყავის და მუქი ჩაის მიღებისგან.

Поделиться в facebook
გააზიარე
Пролистать наверх