რა არის ლაზერული პილინგი?

თუ თქვენ ყოველთვის ოცნებობდით სრულყოფილ კანზე, მაშინ დადგა დრო სცადოთ ლაზერული პილინგი.

ლაზერული პილინგი ვარსკვლავების ერთ – ერთი საყვარელი პროცედურაა, რადგან შედეგი შესამჩნევია პირველივე პროცედურიდან.    ამ სახეობის პილინგის დროს კანზე არ ხდება უცხო ნივთიერებების ზემოქმედება, კანის რქოვანას მთლიანობის დარღვევა მიიღწევა ლაზერის სხივის ზემოქმედებით.  ეს კოსმეტოლოგიური პროცედურა მიზნად ისახავს გაახალგაზრდავებას, დეფექტებისა და ხარვეზების აღმოფხვრას, ნაოჭების, ნაწიბურების დაგლუვებას, კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ლაზერული პილინგი შეიძლება იყოს ზედაპირული და ღრმა. პილინგი შეიძლება ჩატარდეს როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა სილამაზის პროცედურებთან ერთად. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ნებისმიერი კოსმეტოლოგიურ პროცედურას, ლაზერულ პილინგს აქვს გარკვეული შეზღუდვები და გასათვალისწინებელი რეკომენდაციები

ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების კორექცია ლაზერული პილინგით

ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები მოიცავს არა მხოლოდ ნაოჭებს, არამედ ისეთ ნიშნებსაც, როგორიცაა სახის ოვალის მკვეთრი ცვლილებები, მშრალი კანი, პიგმენტაცია, ქუთუთოების კანის მოდუნება. სამწუხაროდ, ტრადიციული კოსმეტიკური საშუალებებით რეგულარული მოვლაც კი არ იძლევა სასურველ ეფექტს. მართალია კანი უფრო სუფთა და მოვლილი გამოიყურება, მაგრამ ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები ყოველწლიურად უფრო და უფრო მკაფიო ხდება. შეუძლებელია ბუნებრივი დაბერების პროცესის შეჩერება — მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეანელოთ იგი და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი გარეგნობა სამედიცინო სიახლეების გამოყენებით, რაც, პირველ რიგში, მოიცავს ლაზერულ ტექნოლოგიას. ლაზერული პილინგი დაფუძნებულია ფოკუსირებული სხივის მაღალი ენერგიით ზემოქმედებაზე. ექიმი სანამ მიმართავს ლაზერის სხივს კონკრეტული უბანისაკენ უნდა გაითვალისწინოს:

გაახალგაზრდავების ყველა პროგრამა მკაცრად ინდივიდუალურია და შედგენილია ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით.

ლაზერული პილინგის ჩვენებები:

ლაზერული პილინგის უკუჩვენებები:

რეაბილიტაციის პერიოდი

პროცედურის დასრულების შემდეგ გამოიყენება ნიღაბი, რომელიც ამშვიდებს კანს. აუცილებელი მოთხოვნაა მზისგან დამცავი კრემის გამოყენება პროცედურის შემდგომ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანზე 12–72 საათის განმავლობაში შეიძლება მცირე ქავილი ან წვა იგრძნოთ. ეს ნორმალურია, ეს არის სხეულის ნორმალური რეაქცია. გააქტიურებულია კანის აღდგენა და შეხორცების პროცესები, ამიტომ მცირე ქავილი ნორმალურია, თუმცა ტკივილი არ უნდა იყოს, ეს ცუდი ნიშანია. პროცედურა არაა რეკომენდირებილი 25 წლამდე, თუმცა ყველაფერი არის ინდივიდუალური.

Поделиться в facebook
გააზიარე
Пролистать наверх