რა არის ინექციური კოსმეტოლოგია?

ინექციური კოსმეტოლოგია-ეს არის სახის კანის გაახალგაზრდავების მცირე ინვაზიური მეთოდი, პლასტიკური ქირურგის ჩარევის გარეშე!

«ახალგაზრდობისა და სილამაზის ინექციები» გახდა პლასტიკური ქირურგიის შესანიშნავი ალტერნატივა. იგი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.

დღეს, ინექციური კოსმეტოლოგიის წყალობით, შესაძლებელია ოპერაციის გარეშე, სწრაფად, ეფექტურად და პრაქტიკულად უმტკივნეულოდ აღმოვფხვრათ ისეთი ესთეტიური პრობლემები როგორიცაა: 

სწორედ ამიტომ არაა გასაკვირი, რომ თანამედროვე სამყაროში უამრავი «თაყვანისმცემელი» ჰყავს ინექციურ კოსმეტოლოგიას.  ნაოჭების და დაბერების სხვა ნიშნების გაჩენა პირდაპირაა დამოკიდებული ჩვენს კანში კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის შემცველობაზე, რაც, სამწუხაროდ, ასაკის მატებასთან  ერთად მცირდება.  თუმცა, სპეციალური პრეპარატების (ბოტულინო ტოქსინის და ჰიალურონის მჟავის) დახმარებით შესაძლებელია დაბერების პროცესის შენელება. ჰიალურონის მჟავის  ნაოჭებ ქვეშ შეყვანით ხდება მათი კორექცია (შევსება), ხოლო მიმიკურ კუნთებში ტოქსინის შეყვანა იწვევს მათ დროებით მოდუნებას, ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკირებას, რის საშუალებითაც ხდება უკვე არსებული ნაოჭების კორექცია და უფრო მეტიც, ხელს უშლის ახლის წარმოქმნას.

„ექიმის მიერ სწორად შერჩეული მეთოდიკა და პროფესიონალიზმი წარმატების გარანტიაა.“

კოსმეტოლოგიის ეს პოპულარული მიმართულება მოიცავს შემდეგ პროცედურებს:

ჩამოთვლილი პროცედურები მიზნად ისახავს დაბერების პირველი ნიშნების წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე კანის დეფექტებისა და თმის პრობლემების აღმოფხვრას. ექიმის მიერ გამოყენებული პრეპარატები შერჩეულია ინდივიდუალურად, დამოკიდებულია პრობლემის ტიპზე, კანის ან თმის თავდაპირველ მდგომარეობასა და სასურველ შედეგზე.

ინექციური პროცედურებით მიღწეული ეფექტები:

ინექციური კოსმეტოლოგიის უპირატესობები:

Пролистать наверх