პლაზმოლიფტინგი: ყველაზე აქტუალური კითხვები და მათი პასუხები

გაქრება თუ არა მიმიკური ნაოჭები პლაზმოლიფტინგის პროცედურის შემდგომ?

პლაზმოლიფტინგის პროცედურას შეუძლია გადაასწოროს წვრილი ნაოჭები, ხოლო ღრმა ნაოჭები კი გახადოს მეტნაკლებად შეუმჩნეველი. უნდა გვახსოვდეს, რომ პროცედურას აქვს პრევენციული( საპროფილაქტიკო) ეფექტი კანის დაბერების საწინააღმდეგოდ.

შეიძლება თუ არა პლაზმოლიფტინგის პროცედურით კანის გადაჭიმვა(ლიფტინგი)?

კი პლაზმოლიფტინგის პროცედურას აქვს ლიფტინგის ეფექტი, მაგრამ არაუმეტეს 2-3 მმ. პლაზმოლიფტინგის ძირითადი ამოცანაა კანის მდგომარეობის გაუმჯობესება, პროცედურის შემდგომ კანი იღებს ჯანმრთელ შესახედაობას, უმჯობესდება მისი ელასტიურობა, ფერი და ტენიანობა.

საკმარისია თუ არა 2 პროცედურა კანის გასაახალგაზრდავებლად?

პირველი პროცედურის შემდეგ პაციენტთა უმეტესობა აღნიშნავს უკვე კანზე დადებით ცვლილებებს. თუმცა პლაზმოლიფტინგის ეფექტი იზრდება ყოველი მომდევნო პროცედურის ჩატარებისას.  მათი რაოდენობა კი კანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, კურსი 4-6 პროცედურისგან შედგება.

როგორ უმკლავდება პლაზმოლიფტინგი პიგმენტაციას?

თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის  ინექციის შემდეგ, კანის ქსოვილების აქტიური განახლება ხდება ახალი უჯრედების ზრდის გამო.სრული კურსის ჩატარების შედეგად, ასაკობრივი ლაქები ნელნელა უფერულდება.

არის თუ არა პლაზმოლიფტინგი ბიორევიტალიზაციის ალტერნატივა?

ნაწილობრივ შეიძლება ითქვას, რომ პლაზმოლიფტინგი არის ბიორევიტალიზაციის ალტერნატივა, თუმცა უნდა გავხსოვდეს რომ ის არის მრავალკომპლექსური და მიზნად ისახავს ერთდროულად რამდენიმე პრობლემის გადაჭრას. ამავე დროს პლაზმოლიფტინგი და ბიორევიტალიზაცია შეიძლება ჩატარდეს კომპლექსურად.

იწვევს თუ არა პლაზმოლიფტინგის პროცედურები მიჩვევას?

არა პროცედურას არ ახასიათებს მიჩვევის ეფექტი. თუ პაციენტს რაიმე მიზეზის გამო არ შეუძლია მეორე პროცედურის ჩატარება, მაშინ უჯრედები  ნელ-ნელა დაუბრუნდებიან თავის წინა მდგომარეობას და ჩვეულებრივ მუშაობას განაგრძობენ, ყოველგვარი გაახალგაზრავების გარეშე.

საჭიროა თუ არა სახის წმენდა პლაზმოლიფტინგის პროცედურამდე?

ყოველთვის არაა საჭირო პროცედურამდე სახის წმენდა . თითოეულ შემთხვევაში, სახის წმენდის საჭიროება განისაზღვრება კოსმეტოლოგის კონსულტაციის დროს.

რა ფატორები ახდენს გავლენას პლაზმოლიფტინგის პროცედურის შედეგზე?

პროცედურის შედეგი დამოკიდებულია პლაზმაში თრომბოციტების რაოდენობაზე. მათი რაოდენობა კი მნიშვნელოვნად მცირდება რკინის, ფოლიუმის მჟავისა და B ვიტამინის სისხლში დეფიციტის დროს.

აქვს თუ არა ასაკობრივი ზღვარი პლაზმოლიფტინგის პროცედურას?

დიახ, პროცედურა ტარდება 15 წლიდან და ზედა ზღვარი არის 75 წელი.

Поделиться в facebook
გააზიარე
Пролистать наверх