პირველი ფილერი

მარადიული ახალგაზრდობის ძიება, ანუ ექსპერიმენტები შემავსებლებზე, არ დაწყებულა გუშინ, არამედ ეს ყოველივე სათავეს იღებს 1800 წლიდან. იმ დროს კოსმეტოლოგებმა პარაფინი გამოიყენეს დაკარგული მოცულობის შესავსებად და სახის საკორექციოთ. მაგრამ ამას უამრავი უარყოფითი შედეგები მოჰყვა. პარაფინმა, საუკეთესო შემთხვევაში, გამოიწვია მძიმე ალერგია, უარეს შემთხვევაში — ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებამდე მიგვიყვანა. ამიტომ, კოსმეტოლოგებმა შეაჩერეს ექსპერიმენტები.

   1950 წელს, აშშ-ში კვლავ დაუბრუნდნენ ამ თემის შესწავლას და უკვე ეხლა დაიწყო სილიკონის ბუმი და ეს ნივთიერება შემავსებლის კომპონენტი გახდა. მაგრამ კვლავ ვერ მიაღწიეს პოზიტიურ შედეგებს:  სილიკონის შემავსებელი მოძრაობდა სახეზე და გამოსწორების ნაცვლად ქმნიდა უამრავ დეფექტებს. თუმცა ექსპერიმენტებზე უარი არ უთქვამთ და 1981 წელს ჩატარებული ბევრი გამოკვლევის შემდეგ, პირველი შემავსებელი შეიმუშავეს მსხვილფეხა რქოსანი საქონლის კოლაგენზე (ცილა), თუმცა ცხოველური ცილა ხშირად იწვევდა ძლიერ ალერგიულ რეაქციებს.

შემდეგი მცდელობა იყო  2003 წელს, როცა აშშ-ში შეიმუშავეს შემავსებელი, რომელიც დაფუძნებული იყო ჰიალურონის მჟავაზე (პოლისაქარიდი, რომელიც იმყოფება ადამიანის ორგანოებსა და ქსოვილებში).  იქიდან გამომდინარე, რომ ჰიალურონის მჟავა ადამიანის ორგანიზმისთვის ბუნებრივი(საკუთრივი) ნივთიერებაა მინიმუმამდე შემცირდა პრეპარატის გვერდითი ეფექტები და დღესდღეისობით დამსახურებულად იკავებს ესთეტიურ მედიცინაში ერთ-ერთ წამყვან ადგილს. 

მომდევნო წლებში უკვე აქტიურად დაიწყეს სხვასახვა ქვეყნბმა ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული შემავსებლების წარმოება და დღეს უკვე ესთეტიურ მედიცინაში გვაქვს შემავსებლების, იგივე ფილერების მრავაფეროვანი ასორტიმენტი.

Поделиться в facebook
გააზიარე
Пролистать наверх