მითები ბოტოქსის შესახებ

თანამედროვე ესთეტიურ მედიცინაში ნეიროტოქსინებზე დაფუძნებული წამლების ინექციები, საკმაოდ აქტუალური და ტრენდული გახდა. მას მიმართავენ როგორც ახალგაზრდა გოგონები ასევე ასაკოვანი ქალები. პროცედურის ესეთმა პოპულარობამ კი თავისთავად წარმოშვა უამრავი მითი ბოტოქსის შესახებ.

განვიხილოთ ყველაზე აქტუალური მითები ბოტოქსის შესახებ.

მითი N1. ბოტოქსის ინექციები იწვევს მიჩვევას

მოსაზრება რომ ბოტოქსის ინექციები იწვევს მიჩვევას არის მცდარი. იქიდან გამომდინარე, რომ ბოტოქსის ეფექტი ნარჩუნდება 4-6 თვემდე და ამ პერიოდის განმავლობაში კუნთი იმყოფება მოდუნებულ მდგომარეობაში და შესაბამისად ადამიანს არ აქვს აქტიური მიმიკა,  ეს ხელს უწყობს, რომ ადამიანმა ისწავლოს თავისი მიმიკის გაკონტროლება, რის ხარჯზეც ეფექტის გასვლის შემდეგ შეიძლება აღარც დაჭირდეს განმეორებითი ინექციაც კი. ეს დამოკიდებულია მის სურვილზე.

მითი N2. ბოტოქსი სიცოცხლისთვის საშიში შხამია

როგორც უკვე ყველამ ვიცით, ბოტოქსი ანუ ბოტულინოტოქსინი- ეს არის ნივთიერება, რომელიც მიიღება ბოტულიზმის ბაქტერია კლოსტრიდიუმი-სგან, სინთეზის გზით. ამ ბაქტერიას ნამდვილად შეუძლია ადამიანის მძიმე კვებითი მოწამვლა და სიკვდილიც კი, მაგრამ ესთეტიურ მედიცინაში, ნაოჭებთან საბრძოლვევად გამოიყენება სრულყოფილად გაწმენდილი და ძალიან მცირე დოზები, რასაც ნამდვილად არ შეუძლია ადამიანისთვის ზიანის მოტანა. ანუ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბოტოქსი არის სისცოცხლისთვის საშიში არის მცდარი.

მითი N3. პროცედურა არის მტკივნეული

ეს მოასზრებაც არ შეესაბამება რეალობას. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, რადგან გამოიყენება ინსულინის შპრიცის თხელი ნემსი. შეიძლება იყოს მცირედი დისკომფორტის შეგრძნება,  ბევრი მას ადარებს კოღოს ნაკბენს, მაგრამ მეტი არაფერი.

მითი N4. როდესაც ტოქსინის მოქმედება დასრულდება, სახე უფრო დანაოჭდება

იქიდან გამომდინარემ, რომ ინექციის გაკეთებიდან, კუნთი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში(4-6თვე) არის მოდუნებულ მდგომარეობაში და არ ხდება მისი აქტიური შეკუმშვები, სახეზე არსებული ნაოჭების გაღრმავება არ ხდება, უფრო მეტიც კი, როცა კუნთი უკვე გადადის აქტიურ მდგომარეობაში და უბრუნდება თავის ჩვეულ რიტმს, ჩვენი, უკვე არსებული ნაოჭებიც შედარებით გაუფერულებულია. შესაბამისად მითი იმის შესახებ რომ ბოტოქსის ეფექტის გასვლის შემდეგ სახე უფრო ნაოჭდება არის მცდარი.

მითი N5. არ შეიძლება ახალგაზრდა ასაკში ბოტოქსის ინექციების გაკეთება

 ყველა ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ საუკეთესო მკურნალობა პროფილაქტიკაა. და თუ 25-30 წლის ასაკში გაქვთ სახის აქტიური მიმიკა,  მუდმივად ჭმუხნით წარბებს და  ხედავთ, რომ პირველი ნაოჭები იწყებენ ფორმირებას, თავისუფლად შეგიძლიათ მიმართოთ ბოტოქსის ინექციას, რათა უფრო არ გაღრმავდეს ნაოჭები, რომელთა აღმოფხვრაც მერე უფრო ძნელი და ხანგრძლივი პროცესი იქნება.

მითი N6. ბოტოქსის კეთდება ტუჩებში

ეს მითიც არ შეესაბამება რეალობას, რადგან როგორც უკვე ვიცით, ბოტოქსი ბლოკავს ნეირომუსკულარულ გადაცემას, რის ხარჯზეც ხდება კუნთების დროებითი მოდუნება.

ტუჩებში შეგვყავს მხოლოდ და მხოლოდ შემავსებლები, იგივე ფილერები, რომლებიც  დაფუძნებულია ჰიალურონის მჟავაზე და ზრდიან ტუჩის მოცულობას.

მითი N7. გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება დაგჭირდეთ პრეპარატის დიდი დოზა

თუ ბოტოქსის ინექციებს ბოროტად იყენებთ და არ იცავთ პროცედურებს შორის პერიოდს,  მაშინ სხეული იწყებს მეტ ანტისხეულების გამომუშავებას, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა. მაგრამ თუ ბოტულინოთერაპიას იკეთებს ზომიერების ფარგლებში, ანუ 6-12 თვეში ერთხელ, ინექციებს შორის დოზის გაზრდა არ იქნება საჭირო.

მითი N8. ბოტოქსის ინექცია გამოიყენება მხოლოდ სახისთვის

თანამედროვე ესთეტიურ მედიცინას უკვე აქვს დიდი გამოცდილება ბოტულინის ტოქსინის გამოყენების, არა მხოლოდ სახის ნაოჭების გასწორების თვალსაზრისით, არამედ ჰიპერჰიდროზის- ჭარბ ოფლიანობის მკურნალობაშიც.

მითი N9. ბოტოქსის გაკეთების შემდეგ, სახეს აქვს „გაყინული“ შესახედაობა

უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ კოსმეტოლოგიაში არის ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პაცინტზე, და როდესაც ხდება სწორედ თქვენთვის შერჩეული დოზების შეყვანა, ამის წყალობით თქვენი სახე ინარჩუნებს ბუნებრივ გამომეტყველებას.

მითი N10. ბოტოქსის ინექციას თუ ერთხელ გავიკეთებთ, უნდა ვიკეთოთ მუდმივად

ბოტოქსის ინექციები არ იწვევს ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებას. უფრო მეტიც, მისი მოქმედება დროებითია: 4-6 თვემდე.  ეფექტის გასვლის შემდეგ თუ ადამიანს არ ენდომება ხელმეორედ პროცედურის ჩატარება ეს არავითარ უკუჩვენებას არ გამოიწვევს. ანუ სახე დაიბრუნებს ჩვეულ, ბუნებრივ იერსახეს.

Поделиться в facebook
გააზიარე
Пролистать наверх