მითები ბიორევიტალიზაციაზე

სახის კანის ღრმა დატენიანება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია კანის ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად. ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა კოსმეტოლოგიური მეთოდები. დღესდღეისობით კანის დატენიანების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროცედურად ითვლება ბიორევიტალიზაცია — ჰიალურონის მჟავის ინექცია.

ბიორევიტალიზაციამ, ისევე როგორც სხვა ბევრმა პროცედურამ, თავისი აქტუალურობით მალევე მოახერხა „ზრდა“ მითებითა და სპეკულაციებით. წარმოგიდგენთ 5 ყველაზე პოპულარულ მითს ბიორევიტალიზაციის პროცედურის შესახებ:

მითი N1. ბიორევიტალიზაცია აღადგენს ნაოჭებს.

ბიორევიტალიზაციის პროცედურის ჩატარების შემდგეგ, თქვენ თვალნათლივ შეამჩნევთ, რომ გაუმჯობესდა სახის კანის ფერი, რელიეფი, სახის კანი გახდა უფრო დატენიანებული, მკვრივი და ელასტიური, მაგრამ არ ღირს ცდა იმისა, რომ ბიორევიტალიზაცია გააქრობს ნაოჭებს, მაგალითად, როგორიცაა ცხვირ-ტუჩის ნაოჭი. ამისათვის კოსმეტოლოგიაში არსებობს სხვა მეთოდები.

კი, ბიორევიტალიზაცია ამცირებს წვრილ, ზედაპირულ ნაოჭებს, მაგრამ ეს ყველაფერი მიიღწევა დატენიანების ეფექტის ხარჯზე. ბიორევიტალიზაციის მთავარი ამოცანაა გააუმჯობესოს კანის მეტაბოლური პროცესები და გაზარდოს სახის კანში საკუთარი ჰიალურონის მჟავის, კოლაგენი და ელასტინის წარმოება.

მითი N2. ბიორევიტალიზაცია იწვევს მიჩვევას.

ბიორევიტალიზაციის ეფექტის ხანგრძლივობა ექვსი თვიდან ერთ წლამდეა და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული -ცხოვრების წესზე, მიღებული მზის სხივების რაოდენობაზე და ა. შ.

ჰიალურონის მჟავა, ორგანიზმიდან ნელნელა გაიწოვება განსაზღვრული დროის შემდეგ. სწორედ ამიტომ, თქვენ შეამჩნევთ, რომ კანიც თავდაპირველ მდგომარეობაში ბრუნდება, თანდათანობით. პროცედურა, როგორც ასეთი არ იწვევს მიჩვევას, უფრო სწორი იქნება, ვთქვათ რომ დამოკიდებულებას იწვევს მიღებული შედეგი. თქვენ ნამდვილად მოგეწონბათ, როგორ გამოიყურებით ამ პროცედურის შემდეგ და სავარაუდოთ, ეფექტის გასვლის შემდეგ  პროცედურის გაკეთება კიდევ მოგინდებათ. თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო რომ გადაწარბებილი რაოდენობით პროცედურების გაკეთება არაა რეკომენდირებული. წელიწადში ერთი სრული კურსის ჩატარება სრულებით საკმარისია.

მითი N3. ბიორევიტალიზაცია არ უნდა გაკეთდეს მცირე ასაკში (25 წლამდე), ხოლო 35 წლის შემდეგ ის ეფექტური არ არის.

ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის კანის მდგომარეობაზე. პროცედურა შეიძლება გაკეთდეს მინიმუმ 18 წლის ასაკიდან, თუ ამას მოითხოვს პაციენტის კანის მდგომარეობა, მაგალითად მკვეთრად გამოხატული დეჰიდრატაცია(გაუწყლოვება). ჩვეულებრივ კი ამ პროცედურას მიმართავენ 30წლის ასაკიდან, როდესაც ჩნდება დაბერების პირველი ნიშნები.

35 წლის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ბიორევიტალიზაცია ეფექტურია. არაეფექტურობა შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მონოვარიანტში, როდესაც ინექციური პრეპარატი შედგება მხოლოდ ჰიალურონის მჟავისაგან. ამ ასაკობრივ კატეგორიაში უნდა იქნას არჩეული ისეთი პრეპარატი, რომელიც ჰიალურონის მჟავასთან ერთად შეიცავს აგრეთვე ამინომჟავებს, პეპტიდებს, ვიტამინებს და მიკროელემენტებს.

მითი N4. ბიორევიტალიზაციის და ბოტოქსის კომბინაცია მათ შედეგებს ასუსტებს.

ჰიალურონის მჟავის და ბოტულინის ტოქსინის შეყვანა ხდება ანატომიურად სხვადასხვა ადგილში. ასევე სხვადასხვა სიღრმეში- — ბიორევიტალიზაცია კეთდება «უფრო მაღალა». ამრიგად, ეს პროცედურები შეიძლება კომბინაციაში გაკეთდეს, ყოველგვარი შიშის გარეშე. გასათვალისწინებელია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბოტოქსის ინექციის შემდეგ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ სუფთა ჰიალურონის შემცველი პრეპარატი, ანუ მონოპრეპარატი, რადგან როგორც უკვე ვიცით ზოგიერთი ვიტამინი აჩქარებს ბოტულინო ტოქსინის გაწოვას და შეიძლება მოხდეს ეფექტის დროის შემცირება. ასეთ ვიტამინების ჯგუფს მიეკუთნება B ჯგუფის ვიტამინები.

მითი N5. რაც უფრო მაღალია ჰიალურონის მჟავის კონცენტრაცია, მით უკეთესია ეფექტი.

კონცენტრაციის არჩევისას უნდა გვესმოდეს, რომ უჯრედებს სჭირდებათ ფიზიოლოგიური კონცენტრაცია, ეს არის ის, რაც ოპტიმალურია ფიზიოლოგიური გარემოს აღდგენისა და მეტაბოლური პროცესების ნორმალიზაციის მისაღწევად. თუ  გამოიყენება უფრო მაღალი კონცენტრაციის პრეპარატი ვიდრე ეს არის საჭირო, მაშინ ფიბრობლასტებისთვის ვითარდება «სტრესული»  გარემო და შეიძლება მივიღოთ უკუშედეგები. ამიტომ პრეპარატის კონცენტრაცია უნდა შეირჩეს ექიმის მიერ ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.

Поделиться в facebook
გააზიარე
Пролистать наверх