ყველაზე აქტუალური კითხვა ბოტოქსის შესახებ

1. საერთოდ რა არის ბოტოქსი?

ბოტოქსი მიიღება ბოტულინის ტოქსინისგან, რომელსაც გამოიმუშავებენ ანაერობული ბაქტერიები Clostridium botulinum. ეს არის ყველაზე ძლიერი ორგანული შხამი, რომელიც მეცნიერებისთვისაა ცნობილი. დიდი დოზებით იწვევს სერიოზულ დაავადებას, რომელიც გავლენას ახდენს მთელ ნერვულ სისტემაზე და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. მაგრამ მიკროდოზებში, ბოტულინის ტოქსინი გამოიყენება კუნთების მრავალი დაავადების სამკურნალოდ — ნერვული ტიკები, ამბლიოპია («ზარმაცი თვალი»), კისრის კუნთების სპაზმი, ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) და შაკიკი.

2. მავნეა თუ არა ბოტოქსის ინექცია?

მოკლედ რომ ვთქვათ არაა მავნებელი. მისი უსაფრთხოება კარგადაა შესწავლილი.  ბაზარზე, მისი არსებობის 17 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, გამოქვეყნდა თითქმის  ათასი გადამოწმებული დოკუმენტები, მისი ეფექტების და ჯანმრთელობის შესაძლო რისკების შესახებ.

მაგრამ არსებობს ნიუანსი. იმის გამო, რომ ბოტოქსი არის პრეპარატი, ინექციების გაკეთება  შეუძლია, მხოლოდ ექიმს, რომელსაც აქვს სამედიცინო განათლებადა რომელმაც მიიღო დამატებითი სწავლება, ტრენინგი, Botox- ის გამოყენებასთან დაკავშირებით.

თუ პროცედურას ჩაატარებს არაპროფესიონალი ან გამოიყენებს იაფიან ანალოგს, ჯანმრთელობის რისკები, რა თქმა უნდა, იზრდება. არასწორად მიწოდებულმა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული დამბლა, ასიმეტრია და უფრო სერიოზული პრობლემები. აქედან გამომდინარე, ყოველთვის უნდა მიმართოთ მხოლოდ სერტიფიცირებულ, სანდო სპეციალისტებს.

3. როგორ ხდება ბოტოქსით ნაოჭების გასწორება?

კანქვეშ არის ბევრი პატარა კუნთი, იმის გამო, რომ ისინი მუდმივად განიცდიან შეკუმშვას, სახეზე წარმოიქმნება ნაოჭები. ეს შეიძლება იყოს თვალების ირგვლივ, შუბლზე, ზედა ტუჩთან, წარბებს შორის. 

ბოტოქსი ბლოკავს იმ სიგნალებს, რომლებიც ნერვიდან კუნთოვანი ქსოვილისკენ მიდის( ნერვ-კუნთოვან გადაცემას), კუნთები დუნდება და დროებით წყვეტს მუშაობას, თუმცა სისხლის მიმოქცევა უცვლელი რჩება, კუნთების ქსოვილი არ განიცდის რაიმე სახის ცვლილებას. შედეგად, ახალი ნაოჭები არ ჩნდება, ხოლო უკვე წარმოქმნილი სწორდება.

4. მტკივნეულია თუ არა პროცედურა?

პროცედურა თითქმის სრულიად  უმტკივნეულოა. რამდენად უმტკივნეულო და კომფორტული იქნება პროცედურა, ეს დამოკიდებულია მინიმუმ ორ ფაქტორზე — პაციენტის ტკივილის ბარიერსა და ექიმის პროფესიონალიზმზე. თუმცა უკვე უამრავი კლინიკა გვთავაზობს ადგილობრივ ანესტეზიას.

5. აქვს თუ არა ბოტოქს გვერდითი მოვლენები?

როგორც ყველა ინექციურ პროცედურას ბოტოქსაც აქვს გვერდითი ეფექტები.  ეს შეიძლება იყოს, მოკლევადიანი გვერდითი მოვლენები, მაგალითად:  შეშუპება, სისხლჩაქცევები ინექციის ადგილზე, თავის ტკივილი და შემცივნება როგორც სიცივეში. თვალის არეში ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ქუთუთოების დროებითი შეშუპება,   თვალების სიმშრალე ან, პირიქით, ცრემლდენა. ყველა ეს გვერდითი მოვლენა უნდა გაქრეს რამდენიმე დღეში. თუ ისინი 4-5 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, საჭიროა დაუკავშირდეთ თქვენს კოსმეტოლოგს.

6.აქვს თუ არა ბოტოქს უკეჩვენებები?

 დიახ და არც თუ ისე ცოტა, თითქმის ყველა მათგანი დაკავშირებულია კუნთების და ნერვული სისტემის ფუნქციონირებასთან. მაგალითად, ძლიერი მიოპიის ( ახლომხედველობა) დროს, ბოტოქსის ინექცია არ უნდა გაკეთდეს შუბლზე და თვალების გარშემო, ზოგადად, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების დროს უმჯობესია ექიმთან კონსულტაცია, პროცედურა არ კეთდება ონკოლოგიური დაავადებების დროს.

ბოტოქსი არ არის რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალებისთვის. 

7. რა დროის შემდეგ ჩანს შედეგი?

ბოტოქსი  მოქმედებას იწყებს პროცედურის ჩატარებიდან 1-3 დღის განმავლობაში, მაგრამ საბოლოო შედეგი  დგება ორ კვირაში — ეს ყველაფერი დამოკიდებულია კანის და კუნთების მდგომარეობაზე. თუ თქვენი სახის კუნთები ძლიერია, მათ მოდუნებას მეტო დრო სჭირდება, თითქმის  იგივე ეხება საშუალო ზომის ნაოჭებსაც, ხოლო ბოტოქსმა შეიძლება საერთოდ არ იმუშაოს ძალიან ღრმა ნაოჭებზე.. 

8. რამდენ ხანს გრძელდება ბოტოქსის ეფექტი?

საშუალოდ, 4-6 თვემდე, მაგრამ აქ ყველაფერი ინდივიდუალურია. მოქმედების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ადამიანის მეტაბოლიზმზე და ასაკზე, წამლის დოზაზე, ასევე ინექციის ადგილზე: დიდ კუნთებზე (მაგალითად, შუბლზე), ბოტოქსი უფრო შედარებით ცოტა ხანს ძლებს, ვიდრე პატარებზე (ტუჩების მახლობლად, თვალების კუთხეებში და ა.შ.).თეორიულად, მისი მოქმედების ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს თუთიის,როგორც დანამატის მიღებით. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოტოქსის ეფექტურობა დაკავშირებულია ორგანიზმში ამ მინერალის დონეზე.

 გარდა ამისა, სტანდარტული კანის მოვლა ხელს უწყობს ეფექტის შენარჩუნებას — მზისგან დამცავი საშუალებების მოხმარება, სწორი კვება და ძილი, დამატენიანებელი კრემის გამოყენება, მაგრამ აქტიური სპორტული დატვირთვა და რეგულარული ვიზიტები აბანოებსა ან საუნაში, პირიქით, ამცირებს ბოტოქსის ხანგრძლივობას.

9. რა ხდება სახეზე, როდესაც ბოტოქსის მოქმედება მთავრდება?

ჩვეულებრივ, ინექციიდან 4-6 თვის შემდეგ, რეცეპტორები სრულად აღდგენილია და კუნთები იწყებენ შეკუმშვას ჩვეულ რეჟიმში. ანუ, ბოტოქსი იწვევს კუნთების დროებით და შექცევად ატროფიას(მოდუნებას) და, რამდენადაც დღეს ცნობილია, არ აქვს გამოხატული კუმულაციური(დაგროვებითი) ეფექტი. ეფექტის გასვლის შემდეგ სახეზე რჩება ნაკლები სიღრმის ნაოჭი, ვიდრე იყო. 

10. რა ასაკში შეიძლება ბოტოქსის ინექციის გაკეთება?

 ბოტოქსის ადრეულ ასაკში გამოყენებაზე, საპროფილაქტიკოთ, ბევრი მსჯელობა მიმდინარეობს, ექიმების უმეტესობა გვირჩევს, რომ ბოტოქსის ინექცია გავიკეტოთ, პირველი არაღმა ნაოჭის წარმოქმნის შემთხვევაში.

Поделиться в facebook
გააზიარე
Пролистать наверх