ქიმიური პილინგის სახეობები

როგორ უკვე ავღნიშნეთ წინა პოსტში ქიმიური პილინგის დროს, კანზე გამოიყენება ქიმიური აგენტი. ეს იწვევს კონტროლირებულ ზიანს აგენტსა და კანის სტრუქტურულ ელემენტებს შორის ქიმიური რეაქციების გამო. შედეგად, უჯრედები იღებენ ძლიერ იმპულსს რეგენერაციისკენ.

ქიმიური პილინგის სახეები:

ექსპოზიციის სიღრმის მიხედვით, განასხვავებენ შემდეგი სახის ქიმიურ პილინგებს:

  • ზედაპირული -ზემოქმედება ხდება ეპიდერმისის ზედა შრეზე. რეკომენდებულია ახალგაზრდა პრობლემური კანისთვის, აგრეთვე ღრმა პილინგის მომზადებისთვის. ეფექტი მოკლევადიანია, მოითხოვს ხშირ განმეორებით კურსებს. ზედაპირული პილინგისთვის მჟავეების ყველაზე პოპულარული სახეობებია გლიკოლის, ნუშის, პიროყურძნის და რძემჟავის მჟავეები.
  • საშუალო- ამ დროს ზიანდება მთლიანად ეპიდერმისი დვრილოვან შრემდე. პროცედურის შემდგომ ქიმიური დამწვრობის ეფექტი სახეზე რჩება, ამიტომ ერთი კვირის განმავლობაში აუცილებელია სახლის პირობებში კანის მოვლა. ეფექტი გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში. მეორე კურსი ტარდება ერთი წლის შემდეგ. საშუალო პილინგისთვის მჟავეების ყველაზე პოპულარული სახეობებია TCA, სალიცილის მჟავა, ასევე რეტინოოლი და რეზორცინი.
  • ღრმა- ზიანდება დვრილოვანი შრეც რეტიკულარულ დერმამდეც. იგი ტარდება ანესთეზიის ქვეშ საავადმყოფოში. ეს არის სრული დამწვრობა შემდგომი რეგენერაციით. შედეგად ვიღებთ ახლად ფორმირებულ კანს დაბერების ნიშნების გარეშე. რეაბილიტაციის პერიოდი დაახლოებით 5 თვეა. ეფექტი გრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში. იგი ტარდება სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ. ღრმა პილინგისთვის გამოიყენება ფენოლზე დაფუძნებული პრეპარატები.

ქიმიური პილინგების გამოყენება აუცილებელია მოხდეს მზის დაბალი აქტივობის პერიოდში, ანუ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე.

Поделиться в facebook
გააზიარე
Пролистать наверх