ცხვირის მოდელირება ფილერით

 საკუთარი ცხვირის ფორმა და ზომა არ შეესაბამება მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს. პრობლემის მოგვარების მეთოდი დიდი ხნის წინ იქნა აღმოჩენილი — რინოპლასტიკა, ძალიან სარისკო და ძვირადღირებული მეთოდი. ეს არის ქირურგიული ჩარევა, რომელსაც აქვს ბევრი უკუჩვენება და შესაძლო გართულებები.

ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა უსისხლო რინოპლასტიკა, ესთეტიკურ მედიცინაში ეს მეთოდი იქნა ბესცელერად აღიარებული, მისი არსი მდგომარეობს შემავსებლის, ფილერის, შეყვანა პრობლემურ ზონაში,  კორექციის ეს მეთოდი საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს პლასტიკურ ქირურგიას, რაგდან პროცედურის ხანგრძლივობა არის ძალიან მოკლე, არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს და შედეგი თვალსაჩინოა პროცედურის დამთავრებისთანავე.

ჩვენებები
  • ცხვირის წვერის აწევა;
  • პლასტიკური ოპერაციის შემდგომი დეფექტების გამოსწორება;
  • კეხის გასწორება;
  • აფრიკული და აზიური ტიპის ცხვირი.

მიღებული ეფექტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არჩეულ პრეპარატსა და ადამიანის ორგანიზმზე. შედეგი დაახლოებით ნარჩუნდება წლიდან ორ წლამდე.

უკუჩვენებები
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • დიაბეტი;
  • სისხლის შედედების დარღვევები;
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები (ჰიპო და ჰიპერთირეოზი,)
  • ონკოლოგიური დაავადებები.

პროცედურის დასრულების შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს მცირედი სისხლჩაქცევები, სიწითლე, შეშუპება და დისკომფორტის შეგრძნება. ყველა ეს სიმპტომი გაივლის პროცედურიდან რამდენიმე დღეში.

Поделиться в facebook
გააზიარე
Пролистать наверх