ბოტოქსის უპირატესობები და ნაკლოვანებები

ესთეტიურ მედიცინაში არსებულ ყველა პროცედურებს აქვთ თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ მხრივ არც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროცედურა, ბოტოქსია, გამონაკლისი.

განვიხილოთ მისი უპირატესობები და ნაკოვანებები.

ბოტოქსის პროცედურის უპირატესობები:

  • პროცედურის დროს იმდენად უმნიშვნელო დოზა გამოიყენება, რომ ორგანიზმს არავითარ საფრთხეს არ უქმნის;
  • ბოტოქსი კარგი ალტერნატივაა პლასტიკური ქირურგიის, რადგან მასთან შედარებით ხელმისაწვლომია და ეფექტი მიიღება მყისიერად;
  • ბოტოქსი ეფექტურად ასწორებს ნაოჭებს, შედეგად სახე გამოიყურება უფრო ახალგაზრდულად;
  • ბოტოქსის მიმართ ალერგიული რეაქციები იშვიათად დაფიქსირებულა;
  • ბოტოქსის ინექციები არ იწვევს ფიზიოლოგიურ მიჩვევას;
  • ბოტოქსის ეფექტის გასვლის შემდეგ რჩება ნაკლები სიღრმის ნაოჭები, ვიდრე იყო.

ბოტოქსის პროცედურის ნაკლოვანებები:

  • ინექციის ადგილის მცირე უზუსტობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გართულებები,მართალია ადვილად მოსაგვარებელი მაგრამ მაინც არაესთეტიური;
  • მიღებული ეფექტი დროებითია(4-6 თვე) და საჭიროებს განმეორებით კურს;
  • იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ბოტოქსა არ იმუშაოს და შედეგი ვერ მივიღოთ;
  • არსებობს დროებითი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. მაგალითად: ღებინება, თავის ტკივილი, სისხლჩაქცევები, ინექციის ადგილების შეშუპება და სიწითლე.
Поделиться в facebook
გააზიარე
Пролистать наверх