ბოტოქსი თუ ფილერი?

ბოტოქსი თუ ფილერი? კითხვა რომელსაც ყველაზე ხშირად მოისმენთ პაციენტებისგან. რომელი მათგანია უკეთესი და რა განსხვავებაა მათ შორის?

თანამედროვე ესთეტიურ მედიცინაში ორივე პროცედურა, ფილერიც და ბოტოქსიც  ემსახურება ერთ საქმეს, გაასწორონ ნაადრევად ან ასაკობრივად წარმოქმნილი ნაოჭები, თუმცა მათი მოქმედების მექანიზმები განსხვავებულია. მოდით მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

რა არის ფილერი, იგივე შემავსებელი?

ფილერი ეს არის ჰიალურონის მჟავის საფუძველზე შექმნილი შემავსებელი, რომელსაც შუძლია გაასწოროს ნაოჭები, აღადგინოს  კანის დაკარგული მოცულობა. ფილერი საკმაოდ აქტიურად გამოიყენება ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად როგორიცა:

  • ცხვირ-ტუჩის ნაოჭი;
  • ტუჩის მოცულობის გაზრდა;
  • ცხვირის კოექცია;
  • ყვრიმალების კორექცია.

ფილერი, ნაოჭების შევსებას ახდენს ჰიალურონის მჟავის თვისების ხარჯზე, რაც გულისხმობს  წყლის მოლეკულების მიერთებას.  ჰიალურონის მჟავა ასევე ახდენს კოლაგენის და ელასტინის სინთეზის პროვოცირებას, რის შედეგედაც შეყვანის ზონაში, კანის ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება.

რა არის ბოტოქსი?

ბოტოქსი არის ბუნებრივად გაწმენდილი ცილა, რომელიც მიიღება ანაერობული ბაქტერია Clostridium-ისგან.

პროცედურის დროს ხდება პრეპარატის შეყვანა კუნთში ინექციის გზით. ტოქსინი მოქმედებს ნერვ-კუნთოვან გადაცემაზე, რაც იწვევს კუნთების დროებით მოდუნებას(დამბლას), თუმცა სისხლის მიმოქცევა უცვლელი რჩება, კუნთების ქსოვილი არ განიცდის რაიმე სახის ცვლილებას. ტოქსინის შეყვანის  შედეგად კუნთი ვეღარ იკუმშება აქტიურად, რაც ხელს უწყობს მიმიკური ნაოჭების კორექციას და ხელს უშლის ახალი ნაოჭის წარმოქმნას.

ბოტოქსის ინექციები ყველაზე ხშირად გამოიყენება სახის ზედა მესამედისთვის, ესენია:

  • წარბებს შორის ნაოჭი, ე. წ. „მრისხანების ნაოჭი“;
  • თვალის ირგვლივი ნაოჭი, ე.წ. „ბატის თათები“;
  • შუბლის ჰორიზონტალური ნაოჭი.

მსგავსება და განსხვავებები

როგორც უკვე მიხვდით ეს ორი პროცედურა არის სრულიან გასხვაბებული ერთმანეთისგან და ისინი ერთმანეთს არ ცვლიან. თუმცა მათი კომბინაციაში გამოყენება ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან ეფექტურია.

სპეციალისტი პროცედურის არჩევისას ითვალისწინებს ისეთ მახასიათებლებს როგორიცაა:

  • პაციენტის ასაკი;
  • კანის მდგომარეობა;
  • ნაოჭის სიღრმე;
  • პაციენტის თანმხლები დაავადებები.

ორივე პროცედურის ჩატარების დროს ზომიერების დაცვაა მნიშვნელოვანი, რომ არ მოყვეს სხვადასხვა გართულებები.

Поделиться в facebook
გააზიარე
Пролистать наверх