ninok

Аватар

პლაზმოლიფტინგი: ყველაზე აქტუალური კითხვები და მათი პასუხები

გაქრება თუ არა მიმიკური ნაოჭები პლაზმოლიფტინგის პროცედურის შემდგომ? პლაზმოლიფტინგის პროცედურას შეუძლია გადაასწოროს წვრილი ნაოჭები, ხოლო ღრმა ნაოჭები კი გახადოს მეტნაკლებად შეუმჩნეველი. უნდა გვახსოვდეს, რომ პროცედურას აქვს პრევენციული( საპროფილაქტიკო) ეფექტი კანის დაბერების საწინააღმდეგოდ. შეიძლება თუ არა პლაზმოლიფტინგის პროცედურით კანის გადაჭიმვა(ლიფტინგი)? კი პლაზმოლიფტინგის პროცედურას აქვს ლიფტინგის ეფექტი, მაგრამ არაუმეტეს 2-3 მმ. პლაზმოლიფტინგის ძირითადი ამოცანაა კანის მდგომარეობის გაუმჯობესება, …

პლაზმოლიფტინგი: ყველაზე აქტუალური კითხვები და მათი პასუხები Читать далее »

ფილერი თუ ბოტოქსი

ბოტოქსი თუ ფილერი? კითხვა რომელსაც ყველაზე ხშირად მოისმენთ პაციენტებისგან. რომელი მათგანია უკეთესი და რა განსხვავებაა მათ შორის? თანამედროვე ესთეტიურ მედიცინაში ორივე პროცედურა, ფილერიც და ბოტოქსიც  ემსახურება ერთ საქმეს, გაასწორონ ნაადრევად ან ასაკობრივად წარმოქმნილი ნაოჭები, თუმცა მათი მოქმედების მექანიზმები განსხვავებულია. მოდით მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი. რა არის ფილერი, იგივე შემავსებელი? ფილერი ეს არის ჰიალურონის მჟავის საფუძველზე …

ფილერი თუ ბოტოქსი Читать далее »

ცხვირ-ტუჩის ნაოჭის კორექცია ფილერით

ასაკის მატებასთან ერთად, ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, რომელიც იწყება ცხვირის ფრთების(ნესტოების) კუთხეებიდან და ეშვება ნიკაპისკენ, ხდება უფრო გამოკვეთილი, რაც სახეს ხდის ნაკლებად მიმზიდველს და შესაბამისად ჩნდება კითხვა, როგორ მოვიშოროთ ცხვირ-ტუჩის ნაოჭი. ითვლება რომ ცხვირ-ტუჩის ნაოჭი ჩნდება 30 წლიდან და ვიზუალურად ადამიანს აძლევს უფრო დიდ შეხედულებას. ექიმს ძალიან თხელი ნემსით შეჰყავს ფილერი კანქვეშ და ახდენს ქსოვილის მოცულობის შევსებას. …

ცხვირ-ტუჩის ნაოჭის კორექცია ფილერით Читать далее »

ცხვირის მოდელირება ფილერით

 საკუთარი ცხვირის ფორმა და ზომა არ შეესაბამება მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს. პრობლემის მოგვარების მეთოდი დიდი ხნის წინ იქნა აღმოჩენილი — რინოპლასტიკა, ძალიან სარისკო და ძვირადღირებული მეთოდი. ეს არის ქირურგიული ჩარევა, რომელსაც აქვს ბევრი უკუჩვენება და შესაძლო გართულებები. ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა უსისხლო რინოპლასტიკა, ესთეტიკურ მედიცინაში ეს მეთოდი იქნა ბესცელერად აღიარებული, მისი არსი მდგომარეობს შემავსებლის, …

ცხვირის მოდელირება ფილერით Читать далее »

ყვრიმალების მოდელირება ფილერით

თანამედროვე სამყაროში ყვრიმალების კორექცია ფილერით, ერთ-ერთი პოპულარული პროცედურაა. რატომ იკეთებენ ამ პროცედურას? ფილერი საშუალებას გვაძლევს ყვრიმალები გავხადოთ უფრო გამოკვეთილი და მიმზიდველი. რა უნდა ვიცოდეთ ამ პროცედურის შესახებ და როდის მიმართავენ მას? ყველაზე ხშირად, ქალებს უბრალოდ სურთ უფრო მეტად გამოკვეთონ ყვრიმალები და სწორედ ამ მიზეზის გამო მიმართავენ კონტურულ პლასტიკას. თუმცა არის შემთხვევები, როცა პაცინტს ნამდვილად სჭირდება …

ყვრიმალების მოდელირება ფილერით Читать далее »

ტუჩის კორექცია ფილერით

თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში, ტუჩის კონტურული პლასტიკა ყველაზე მოთხოვნად და აქტუალურ პროცედურად ითვლება. არსებობს ტუჩის კორექციის სხვადასხვა გზები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ შეცვალოთ მათი მოცულობა და ფორმა, აღვადგინოთ ელასტიურობა, გავასწოროთ რელიეფი და გამოვასწოროთ ასიმეტრია. ტუჩის კონტურულ პლასტიკაში  ყველაზე ხშირად გამოიყენება ჰიალურონის მჟავაზე დაფიძნებული შემავსებლები, ფილერები. ეს განპირობებულია მისი ბიოთავსებადობით ადამიანის ორგანიზმთან. ტუჩში შეყვანილი შემავსებელი იდეალურად ნაწილდება და …

ტუჩის კორექცია ფილერით Читать далее »

ფილერის გვერდითი მოვლენები და შეზღუდვები

როგორც ყველა ინექციურ პროცედურას, ფილერსაც აქვს შესაძლო გვერდითი ეფექტები და შეზღუდვები. რომელთა არ გათვალისწინებამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, როგორც ესთეტიური თვალსაზრისით, ასევე ჯანმრთელობის მხრივ. შეასძლო გვერდითი მოვლენები მცირედი შეშუპება და სიწითლე ინექციის არეში; სისხლჩაქცევები(ჰემატომები); ტკივილი ინექციის არეში; ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები არის სრულიად ბუნებრივი,  არ წარმოადგენს რაიმე ტიპის გართულებას და თავისით გაივლის პროცედურის ჩატარებიდან რამდენიმე …

ფილერის გვერდითი მოვლენები და შეზღუდვები Читать далее »

პირველი ფილერი

მარადიული ახალგაზრდობის ძიება, ანუ ექსპერიმენტები შემავსებლებზე, არ დაწყებულა გუშინ, არამედ ეს ყოველივე სათავეს იღებს 1800 წლიდან. იმ დროს კოსმეტოლოგებმა პარაფინი გამოიყენეს დაკარგული მოცულობის შესავსებად და სახის საკორექციოთ. მაგრამ ამას უამრავი უარყოფითი შედეგები მოჰყვა. პარაფინმა, საუკეთესო შემთხვევაში, გამოიწვია მძიმე ალერგია, უარეს შემთხვევაში — ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებამდე მიგვიყვანა. ამიტომ, კოსმეტოლოგებმა შეაჩერეს ექსპერიმენტები.    1950 წელს, აშშ-ში კვლავ …

პირველი ფილერი Читать далее »

რა არის ფილერი?

ფილერი ანუ დერმული შემავსებელი (ინგ.filler შემავსებელი) – ეს არის სრულიად უსაფრთხო, ბიოთავსებადი და ბიოდეგრადირებადი ინექციური საშუალება, რომელიც გამოიყენება ინექციურ კოსმეტოლოგიაში, რათა შეამციროს ნაოჭების სიღრმე, ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები და გამოასწოროს ესთეტიური დეფექტები. კორექციის ამ მეთოდს კონტურულ პლასტიკასაც უწოდებენ და ესთეტიური მედიცინაში გარდამავალი პოზიცია უკავია კოსმეტოლოგიასა და პლასტიკურ ქირურგიას შორის. კონტურული პლასტიკა საშუალებას იძლევა რიგი ასაკობრივი ცვლილებების, …

რა არის ფილერი? Читать далее »

სახის კანის ტიპები

კანი რთული და მნიშვნელოვანი ორგანოა. ის მონაწილეობს სუნთქვასა და ნივთიერებათა ცვლაში, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას. კანის ძირითადი სტრუქტურა, ცხადია, ყველას ერთნაირი აქვს. განსხვავება იმაშია, რამდენად ინტენსიურად გამოყოფენ პოხიერი ჯირკვლები ცხიმს და სახის რომელ ნაწილში არიან ისინი უფრო მეტად აქტიურები. კანის ტიპი ასაკთან ერთად იცვლება, თუმცა სწორი ჰიგიენითა და მოვლით მას შეიძლება დიდხანს შევუნარჩუნოთ სიჯანსაღე. არსებობს კანის …

სახის კანის ტიპები Читать далее »

პიგმენტაციის ტიპები

ჩჩვენს წინა სტატიაში უკვე განვიხილეთ თუ რა არის პიგმენტაცია. მოდით ეხლა კი განვიხილოთ მისი გამომწვევი მიზეზები. მაშ ასე, პიგმენტაციის გამომწვევი მიზეზებია: გენეტიკური- ეს შეიძლება იყოს ჭორფლი, ხალი და ა. შ. ულტრაიისფერი დასხივება- მზის სხივებმა შეიძლება მოგვცეს არა მხოლოდ ულამაზესი რუჯი, არამედ უამრავი ასაკობრივი ლაქები სახეზე და სხეულზე. ეს ხდება მაშინ თუ არ ვიცავთ გარუჯვის წესებს. თუ …

პიგმენტაციის ტიპები Читать далее »

რა არის პიგმენტაცია?

პიგმენტაცია ესთეტიურ მედიცინაში ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა, რომლის გამოსწორება არც თუ ისე ადვილია, იგი მოითხოვს საკმაო ძალისხმევას და დროს. და მაინც რა არის პიგმენტაცია? პიგმენტაცია არის პიგმენტის (ფერის) დეპონირება ქსოვილებზე, ანუ კანის დაფერვა პიგმენტების ზემოქმედებით. კანის ფერის პიგმენტი დამოკიდებულია გენეტიკურ მახასიათებლებზე და მოიცავს სხვადასხვა კანის პიგმენტების ერთობლიობას: მელანინის (ყავისფერი), კაროტინის (ყვითელი), ოქსიჰემოგლობინის (წითელი) და დეოქსიჰემოგლობინის (ლურჯი). …

რა არის პიგმენტაცია? Читать далее »

Пролистать наверх