ფილერის გვერდითი მოვლენები და შეზღუდვები

როგორც ყველა ინექციურ პროცედურას, ფილერსაც აქვს შესაძლო გვერდითი ეფექტები და შეზღუდვები. რომელთა არ გათვალისწინებამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, როგორც ესთეტიური თვალსაზრისით, ასევე ჯანმრთელობის მხრივ.

შეასძლო გვერდითი მოვლენები
  • მცირედი შეშუპება და სიწითლე ინექციის არეში;
  • სისხლჩაქცევები(ჰემატომები);
  • ტკივილი ინექციის არეში;

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები არის სრულიად ბუნებრივი,  არ წარმოადგენს რაიმე ტიპის გართულებას და თავისით გაივლის პროცედურის ჩატარებიდან რამდენიმე დღეში

პროცედურის შემდგომი შეზღუდვები
  • პროცედურის დღეს აკრძალულია ცხელი სასმელების მიღება;
  • ერთი კვირის განმავლობაში თავი უნდა შევიკავოთ საუნაში და სოლარიუმში სიარულისგან ;
  • სპორტული აქტივობები არაა მიზანშეწონილი ერთი კვირა;
  • არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება რამდენიმე დღე;
  • ხელით არ უნდა შევეხოთ ნანემსურებს.
Share on facebook
გააზიარე
Пролистать наверх