ტუჩის კორექცია ფილერით

თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში, ტუჩის კონტურული პლასტიკა ყველაზე მოთხოვნად და აქტუალურ პროცედურად ითვლება. არსებობს ტუჩის კორექციის სხვადასხვა გზები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ შეცვალოთ მათი მოცულობა და ფორმა, აღვადგინოთ ელასტიურობა, გავასწოროთ რელიეფი და გამოვასწოროთ ასიმეტრია.

ტუჩის კონტურულ პლასტიკაში  ყველაზე ხშირად გამოიყენება ჰიალურონის მჟავაზე დაფიძნებული შემავსებლები, ფილერები. ეს განპირობებულია მისი ბიოთავსებადობით ადამიანის ორგანიზმთან. ტუჩში შეყვანილი შემავსებელი იდეალურად ნაწილდება და არ ტოვებს რაიმე დისკომფორტის შეგრძნებას. პროცედურის შემდეგ, ტუჩი გამოიყურება ბუნებრივად და უფრო მეტად მიმზიდველად. 

იმის გამო, რომ ეს არის მარტივი «ოპერაცია», რომელიც იძლევა მყისიერ ეფექტს, ტუჩის კონტურული პლასტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროცედურა. მიღებული ეფექტი  ნარჩუნდება  9-დან 18 თვემდე, რაც დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე და რა თქმა უნდა გამოყენებულ პრეპარატზე.  საყურადღებოა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტის გათვალისწინება — პროცედურა უნდა ჩატარდეს კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტის მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს იმის რისკი, რომ პროცედურის შედეგი იყოს არამარტო ესთეტიურად არასასიანოვნო, არამედ შეიძლება გამოიწვიოს რიგი გართულებები.

ვინ მიმართავს ტუჩის კონტურულ პლასტიკას?

არსებობს სამი ჯგუფი პაციენტებისა, რომლებიც მიმართავენ ტუჩის კონტურულ პლასტიკას:

  • პირველი ჯგუფი არის 18-დან 28 წლამდე ასაკის გოგონები, მათი მთავარი მიზანია, რომ ტუჩები უფრო მოცულობითი და სექსუალური იყოს. ამის მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში არის კუმირების მიბაძვა და მათი დამსგავსება.
  • მეორე ჯგუფი პაციენტებისა არის ახალგაზრდა ქალბატონები, რომლებსაც სურთ შეასწორონ ტუჩის ასიმეტრიული ფორმა ან გაზარდონ თხელი ტუჩების მოცულობა, რომლებიც ბუნებრივად აქვთ.
  • მესამე ჯგუფი პაციენტებისა არის ქალბატონები, რომლებსაც სურთ დამალონ ასაკობრივი ცვლილებები, მაგალითად როგორიცაა „ქისისებური“ ნაოჭები ზედა ტუჩთან, „მარიონეტული“ ნაოჭები, ქვემოთ დაშვებული ტუჩის კუთხეები, გამოკვეთონ ტუჩის კონტური და დაუბრუნოს ტუჩს ასაკობრივად დაკარგული მოცულობა.
უკუჩვენებები
  • ონკოლოგიური დავადებები;
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • სისხლის შედედების პრობლემები;
  • ტუჩზე ნებისმიერი ტიპის ანთებითი პროცესი;
  • ჰერპესი;
  • ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტის მიმართ
პროცედურის ეტაპები
  • ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავება საპროცედურო არის. ამ დროს ძირითადად გამოიყენება ქლორჰექსიდინის ხსნარი.
  • ანესთეზია. იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს არ შეუძლია ტკივილის ატანა, ან უბრალოდ არ სურს, ხდება ადგილობრივი საანესთეზიო კრემის გამოყენება, პრეპარატი დაიტანება ტუჩებზე, ვაჩერებს 15-20 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ვაშორებთ ქლორჰექსიდინის ხსნარით.
  • ფილერის შერჩევა. ეს ეტაპი არის პროცედურის მთავარი ნაწილი. შემავსებლის შერჩევა ხდება პაციენტის მოთხოვნისამებრ. ფასის და ხანგრძლივობის მიხედვით. პროცედურის დროს გამოიყენება საკმაოდ თხელი ნემსები, რაც არა მხოლოდ ამცირებს ტკივილს, არამედ იძლევა პრეპარატის კარგად გადანაწილების საშუალებას.
  • მასაჟი. მას შემდეგ, რაც ექიმი დაასრულებს ფილერის შეყვანას, იგი ასრულებს ტუჩების ნაზ მასაჟს, ეს საშუალებას გვაძლევს თანაბრად გადავანაწილოთ შემავსებელი და თავიდან ავიცილოთ მრგვალი კაფსულების წარმოქმნა.
Share on facebook
გააზიარე
Пролистать наверх