როგორ შევავიწროვოთ ფორები?

ერთხელ და სამუდამოდ შეუძლებელია გაფართოებული ფორების პრობლემის მოგვარება. თუმცა, ფაქტორები, რომლებიც ამწვავებს სიტუაციას, შეიძლება მინიმუმამდე შევამციროთ.

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს კვებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური დღის და ღამის რუტინის დაცვა, თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო რომ სახლის პირობებში ჩვენ ვახერხებთ მხოლოდ სადინრების ზედაპირულად გასუფთავებას მკვდარი უჯრედებისგან, სწორედ ეს განაპირობებს მირებული შედეგების დროებითობას, რამდენიმე დღეში კვლავ ხდება სადინრების დახშობა ცხიმით და კვლავ ვიღებთ გაფართოებულ ფორებს და კომედონებს, ე. წ. შავ წერტილებს. ბუნებრივია ყველას უჩნდება კითხვა, მაშ რა ვქნათ? როგორ გაუმკლავდეთ ამ პრობლემებს? ხომ არაა ეს პრობლემა სამუდამო და გადაუჭრელი? რა თქმა უნდა ყველა პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებადია და არც ეს პრობლემა წარმოადგენს გამონაკლისს, გამოსავალი არის სახის პროფესიონალური წმენდა.

სახის პროფესიონალური წმენდის მთავარი ამოცანაა ცხიმოვანი ჯირკვლების სადინრების მთელ სიღრმეზე წმენდა, მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლება, რასაც სახლის პირობებში ვერ ვახერხებთ.  პროცედურის დასრულების შემდეგ სადინრები ვიწროვდება და ვიღებთ „დახურული“ ფორების ვიზუალიზაციას. მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია სახის კანის სრულყოფილი მოვლა. ყოველდღიურად უნდა გავისუფთავოთ მკვდარი უჯრედებისგან, რადგან ისევ არ მოხდეს სადინრების დახშობა. ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაციაა, საღამოს მაკიაჟის საფუძვლიანი მოშორება.

 

ფორების შევიწროვების მეთოდები

  • ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა ტონერების სისტემატიური გამოყენება, რომლებიც დროთა განმავლობაში ავიწროვებენ ფორებს. ტონერი უნდა შეირჩეს თქვენი კანის ტიპის მიხედვით;
  • ასევე უსაფრთხო და ძალიან ეფექტუარია თიხის ნიღბების გამოყენება;
  • უნდა დავარეგულიროთ კვება, ვეცადოთ რაციონიდან ამოვიღოთ ძალიან ცხიმიანი საკვებები, უპირველეს ყოვლისა ფასფუდები;
  • ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, ღამის საცხის წასმა დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე, რადგან კანს დაახლოებით 20 წუთი სჭირდება კრემის სრულყოფილი შეწოვისთვის.
  • ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული და მოთხოვნადი პროცედურაა პილინგები, თუმცა გირჩევდით, რომ ეს საკითხი მიანდოთ პროფესიონალებს და სახლის პირობებში თვითნებურად ნუ გამოიყენებთ, რადგან შეიძლება მიიღოთ სერიოზული დამწვრობა.

ფორების შევიწროვების პროცესი მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას. 

Share on facebook
გააზიარე
Пролистать наверх