ყველაფერი პილინგის შესახებ

იმისათვის, რომ კანი იყოს კარგ ფორმაში და გამოიყურებოდეს სრულყოფილად, მისი უჯრედები მუდმივად უნდა განახლდეს.ვიცით რომ კანის უჯრედების სასიცოცხლო ციკლი არის 28 დღიანი, შემდეგ იგი იწყებს კვდომას და გროვდება კანის ზედაპირზე, რაც ხელს უშლის რეგენერაციას, სწორედ ამ ფენის აღების და განახლების პროცესის გასააქტიურებლად არის საჭირო პილინგი.

პილინგი კანის «განახლების» ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია. პილინგი ეწოდება კანის ზედა შრეების აღებას ქიმიურად აქტიური ნივთიერებების დახმარებით. სიტყვა პილინგი წარმოსდგება ინგლისური სიტყვა “to peel”, რაც ნიშნავს კანის აქერცვლას, ექსფოლაციას.

პილინგების რამდენიმე ტიპი არსებობს:

  • ქიმიური;
  • ლაზერული;
  • მექანიკური.

ქიმიური პილინგის დროს, როგორც სახელი გვეუბნევა კანზე გამოიყენება ქიმიური აგენტი. ეს იწვევს კონტროლირებულ ზიანს აგენტსა და კანის სტრუქტურულ ელემენტებს შორის ქიმიური რეაქციების გამო.

ქიმიური პილინგების ძირითადი კომპონენტებია მჟავეები, ესენი შეიძლება იყოს გლიკოლის, სალიცილის, რეზორცინის, რძე მჟავას და სხვა მჟავეები.

მექანიკური პილინგი — პროცედურაა, რომელიც გულისხმობს კანის ზედა ფენის გაპრიალებას. ამის შემდეგ, კანი ხდება გლუვი, რბილი და კაშკაშა.ეს არის ერთ – ერთი სახეობის ექსფოლაცია — ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს უხეში. ეპიდერმისის ფენის რქოვანას მექანიკური ექსფოლიაცია შეიძლება გაკეთდეს როგორც ხელით, ასევე აპარატურულად.

მექანიკური პილინგის დროს ხდება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაც, რითაც უმჯობესდება უჯრედების ფუნქციონირება.

ლაზერული პილინგის დროს კანზე არ ხდება უცხო ნივთიერებების ზემოქმედება, კანის რქოვანას მთლიანობის დარღვევა მიიღზევა ლაზერის სხივის ზემოქმედებით.

პილინის ჩვენებები:

  • პრობლემური კანი;
  • ცხიმიანი კანი;
  • პიგმენტაცია;
  • პოსტაკნეს ლაქები;
  • ასაკობრივი ლაქები;
  • წვრილი ნაოჭები;

პილინის უკუჩვენებები:

  • ყველა სახის ინფექცია;
  • კანზე ანთებითი პროცესები;
  • ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატში შემავალ კომპონენტზე;
  • კანის მთლიანობის დარღვევა.

მნიშვნელოვანია(საყურადღებოა) თუ სახეს არ აქვს მოშორებული კანის მკვდარი უჯრედები იგი გამოიყურება ნაცრისფრად, აქვს უხეში შესახედაობა და მაკიაჟი არ ნაწილდება თანაბრად. უნდა გვახსოვდეს რომ ასაკის მატებასთან ერთად საჭიროა რეგულარულად პილინგების კეთება კურსის სახით. 

Share on facebook
გააზიარე
Пролистать наверх