რატომ არის საჭირო ქიმიური პილინგი?

  ქიმიური პილინგი, ეს არის კანის კონტროლირებადი დაზიანება ქიმიური ნაერთების დახმარებით ესთეტიური დეფექტების გამოსწორების მიზნით.

პროცედურა საშუალებას გვაძლევს გადავჭრათ პრობლემების ფართო სპექტრი — აღმოვფხვრათ აკნე და ნაწიბურები, ნაოჭები, ასაკობრივი ლაქები და ასაკთან დაკავშირებული სხვა ცვლილებები.

ქიმიური პილინგების ძირითადი კომპონენტებია მჟავეები, ესენი შეიძლება იყოს გლიკოლის, სალიცილის, რეზორცინის, რძე მჟავას და სხვა მჟავეები

პროცედურის მიზნები:

  • კანის განახლება;
  • კონკრეტული ხარვეზების აღმოფხვრა;
  • დერმის რეგენერაციული და დამცავი რესურსების მობილიზაცია მჟავების სტრესული ეფექტის საპასუხოდ.

პილინგის მოქმედების მექანიზმი

პილინგის კომპონენტებთან კონტაქტისთანავე ეპიდერმული უჯრედები იშლება. დამაზიანებელი მოქმედების საპასუხოდ კანის უჯრედები იწყებენ ანთების მედიატორების სასიგნალო მოლეკულების, ციტოკინების, ზრდის ფაქტორებისა და ფერმენტების გაძლიერებულ გამოყოფას, რაც თავის მხრივ იწვევს ბაზალური კერატინოციტების გააქტიურებას, ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას, ფიბრობლასტების გამომუშავებას, რომლებიც გამოიმუშავებენ ელასტინსა და კოლაგენს. რის შედეგადაც წამოიქმნება ახალი კოლაგენის ჩონჩხი.

პილინგის პროცედური ეფექტი

ეპიდერმისის დაჩქარებული განახლების შედეგად, ფორმირდება ახალგაზრდა უჯრედები, ბუნებრივი დამატენიანებელი ფაქტორების მაღალი შემცველობით.  იქმნება ახალი კოლაგენის ჩონჩხი. კანი გამოიყურება უფრო ახალგაზრდულად, ხდება ერთგვაროვანი, მცირდება ფორები, იზრდება მისი სიმკვრივე და ელასტიურობა.

ქიმიური პილინგის ჩვენებები:

  • პრობლემური კანი კომედონებით;
  • პოსტაკნე;
  • ნაწიბურები;
  • ცხიმიანი კანი გაფართოებული ფორებით;
  • კანის არათანაბარი რელიეფი;
  • ასაკობრივი ლაქები;
  • ნაოჭები;
  • ასაკთან დაკავშირებული სხვა ცვლილებები.

ქიმიური პილინგის უკუჩვენებები:

  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • ნამზეური;
  • კანის ჰიპერმგრძნობელობა;
  • ინდივიდუალური აუტანლობა პილინგის კომპონენტების მიმართ;
  • ჭრილობის ცუდი შეხორცების უნარი;
  • კაინის დაზიანება.

პროცედურის შემდგომ კანის მოვლა

პილინგის შემდეგ კანი გამომშრალია, გაწითლებულია და იქერცლება, შესაძლოა შეშუპდეს კიდეც. არ შეიძლება აქერცლილი კანის ძალით მოძრობა.

კანის უფრო სწრაფად აღსადგენად სასურველია პაციენტმა გამოიყენოს პანთენოლი. პილინგის შემდგომ არაა რეკომენდირებული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება. პაციენტმა მუდმივად უნდა იხმაროს მზისგან დამცავი კრემი, რათა თავიდან იქნას აცილებული პიგმენტური ლაქების წარმოქმნა.

ქიმიური პილინგების გამოყენება აუცილებელია მოხდეს მზის დაბალი აქტივობის პერიოდში, ანუ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე.

Share on facebook
გააზიარე
Пролистать наверх