რა არის ფრაქციული მეზოთერაპია?

მეზოთერაპია- ერთ-ერთი პოპულარული კოსმეტოლოგიური პროცედურაა კანის მოვლისა და გაახალგაზრდავებისათვის, და მის ერთ – ერთი ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს ფრაქციული მეზოთერაპია.

ფრაქციული მეზოთერაპია- აპარატურული კოსმეტოლოგიის მეთოდია, რომელიც სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივი, კლასიკური მეზოთერაპიისგან. პროცედურის დროს გამოიყენება სპეციალური აპარატი რომელიც აღჭურვილია სხვადასხვა რაოდენობის და სიგრძის ნებსებით. 

ფრაქციული მეზოთერაპია შეიძლება შესრულდეს როგორც სხეულზე, ასევე სახეზე.

ფრაქციული მეზოთერაპიის ჩვენებები:

  • შუბლზე გამოხატული ჰორიზონტალური ნაოჭები;
  • წარბებს შორის ნაოჭი(ე.წ. „მრისხანების ნაოჭი“);
  • თვალის ირგვლივი ნაოჭი(ე.წ. „ბატის თათები“);
  • ყელის ჰორიზონტალური და ვერტიკალური ნაოჭი.

ფრაქციული მეზოთერაპიის უკუჩვენებები:

  • ეპილეფსია;
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • ანთებითი დაავადებები, ინფექციები;
  • მწვავე ინფექციები;
  • ქიმიური პილინგი (პროცედურის დასრულებიდან ორი კვირა);
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადება;
  • კანის დაავადებები ან ჰერპესი;
  • სისხლის ცუდად კოაგულაცია(შედედება).

ფრაქციული მეზოთერაპიის შედეგები:

  • გაახალგაზრდავება;
  • კანის გამკვრივება;
  • კანის ფერის გაუმჯობესება;
  • კუპეროზის და პიგმენტური ლაქების ალაგება;
  • მიმიკური ნაოჭების შემცირება;
  • აკნეს შემდგომი ლაქებისა და ნაწიბურების შემცირება.
Share on facebook
გააზიარე
Пролистать наверх