რა არის ფილერი?

ფილერი ანუ დერმული შემავსებელი (ინგ.filler შემავსებელი) – ეს არის სრულიად უსაფრთხო, ბიოთავსებადი და ბიოდეგრადირებადი ინექციური საშუალება, რომელიც გამოიყენება ინექციურ კოსმეტოლოგიაში, რათა შეამციროს ნაოჭების სიღრმე, ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები და გამოასწოროს ესთეტიური დეფექტები. კორექციის ამ მეთოდს კონტურულ პლასტიკასაც უწოდებენ და ესთეტიური მედიცინაში გარდამავალი პოზიცია უკავია კოსმეტოლოგიასა და პლასტიკურ ქირურგიას შორის. კონტურული პლასტიკა საშუალებას იძლევა რიგი ასაკობრივი ცვლილებების, ქირურგიული ჩარევის გარეშე მოგვარების. მისი კიდევ ერთი ღირსებაა ხანმოკლე აღდგენითი( რეაბილიტაციის) პერიოდი. მაშასადამე, ეს არის მეთოდიკა რეაბილიტაციის გარეშე.

დღესდღეისობით ყველაზე მოთხოვნად და უსაფრთხო ფილერებად ითვლება ჰიალურონის მჟავის საფუძველზე შექმნილი პრეპარატები. ჰიალურონის მჟავა ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია და მისი ორგანიზმში სწორად შეყვანა  არ იწვევს გართულებებს, ალერგიულ რეაქციებს ან გვერდით მოვლენებს.ჰიალურონის მჟავის საფუძველზე დამზადებული პრეპარატების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ  პრეპარატი თანაბრად ნაწილდება ქსოვილებში  და თითქმის არ იგრძნობა, ანუ პაციენტს არ აქვს არანაირი დისკომფორტის შეგრძნება.

გარდა შემავსებლის ფუნქციისა, ჰიალურონის მჟავა იწვევს წყლის შეკავებს, მისი ერთი მოლეკულა იერთებს წყლის 500-1000 მოლეკულას, ასევე იგი იწვევს კოლაგენის  გამომუშავების გააქტიურებას, შესაბამისად კანი დროთა განმავლობაში ხდება უფრო ტენიანი და ელასტიური, ხოლო პრეპარატის გაწოვის შემდეგ  ნაკლები ინტენსივობის ნაოჭი რჩება. პროცედურა ჩვეულებრივ 30-40 წუთი გრძელდება, საპროცედურო ზონის მიხედვით. ტერიტორია, სადაც პროცედურა ტარდება, ჩვეულებრივ, წინასწარ ანესთეზირდება სპეციალური ადგილობრივი გამაყუჩებლით. ფილერის პროცედურები საკმაოდ აქტიურად ტარდება შემდეგი ზონების საკორექციოთ:

  • ცხვირ-ტუჩის ნაოჭი;
  • ცხვირი;
  • ტუჩი;
  • საცრემლე არცი;
  • ყვრიმალები;
  • ნიკაპი;
  • შუბლის ჰორიზონტალური ნაოჭები;
  • წარბებს შორის ნაოჭი, ე.წ. "მრისხანების ნაოჭი"
  • სახის ოვალის გამოკვეთა;
  • თვალის ირგვლივი ნაოჭი, ე.წ. " ბატის თათები".
ფილერის შეასძლო გვერდითი მოვლენები

მას შემდეგ, რაც შემავსებელი შედის კონკრეტულ არეალში, შესაძლოა მცირედი სიწითლე და შეშუპება გამოიწვიოს. ეს კონკრეტული სიმპტომები პროცედურის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გაივლის და არ წარმოადგენს საშიშროებას პაციენტისთვის. გარკვეულ ადამიანებში შემავსებელმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, ამ დროს აღინიშნება ძლიერი სიწითლე, შეშუპეპა და ტკივილის ინექციის არეში. მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე ზოგჯერ ექიმს უხდება შეყვანილი პრეპარატის დაშლა ე.წ. ანტიდოტის საშუალებით, რათა მოიხსნას ზემოთ აღნიშნული სიმპტომები.

   ფილერის უკუჩვენებები:
  • ორსულობა;
  • ლაქტაცია;
  • ონკოლოგიური დაავადებები;
  • ჰერპესი;
  • ინდივიდუალური აუტანლობა, პრეპარატის კომპონენტის მიმართ;

მიღებული ეფექტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მიერ არჩეულ პრეპარატზე და საშუალოდ ექვსი თვიდან ორ წლამდე მერყეობს.

Share on facebook
გააზიარე
Пролистать наверх