რა არის უინექციო მეზოთერაპია?

როგორც უკვე ვიცით, მეზოთერაპია არის კანის გაახალგაზრდავების, გაჯანსაღების და ასევე თმის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველას როდი შეუძლია ინექციების ატანა, მითუმეტეს როცა ეს სახის კანს ეხება.

უინექციო მეზოთერაპია ნამდვილი ხსნა აღმოჩნდა ყველასთვის, ვისაც კი ეშინია ინექციების. თანამედროვე ესთეტიურმა მედიცინამ მიაგნო ალტერნატიულ საშუალებას, ეპიდერმისის ღრმა ფენებში, არაინვაზიური (არატრადიციული) მეთოდით დაბერების საწინააღმდეგო ნივთიერებების შეყვანის.

როგორ ხორციელდება მეზოთერაპია ინექციების გარეშე?

უინექციო მეზოთერაპიის დროს ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატების, „კოქტეილების“, დატანა ხდება წინასწარ მომზადებულ კანზე, შემდეგ კი მუშავდება სპეციალური აპარატით, რომელიც ასხივებს  მაგნიტურ ტალღებს.

უინექციური მეზოთერაპიის პროცედურის დროს უჯრედული მემბრანის გამტარიანობა იზრდება თითქმის 400-ჯერ, რაც საშუალებას აძლებს სასარგებლო ნივთიერებებს თავისუფლად ჩავიდნენ კანის 1-2 მმ სიღრმეზე.

უინექციური მეზოთერაპიის პროცედურის ხანგრძლივობაა დაახლოებით 20-30 წუთი.

უინექციო მეზოთერაპიის ჩვენებები:

  • წვრილი ნაოჭები, რომლებიც ფორმირდება 30 წლის შემდეგ;
  • კანის ელასტიურობის და სიმკვრივის შემცირება.
  • ასაკობრივი ლაქები;
  • გამომშრალი სახის კანი;
  • თვალებს ქვეშ სიშავეები.

პროცედურის დროს გამოყენებული პრეპარატი შეირჩევა თითოეული ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით. მაგალითად თუ პაციენტს აწუხებს გამომშრალი კანი, მაში არჩევანი შეჩერდება დამატებიანებელ მეზოკოქტეილზე, თუ პრობლემური კანია- ანთებისსაწინააღმდეგო მეზოკოქრეილზე.

უინექციო მეზოთერაპიის უკუჩვენებები:

  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • ანთებითი პროცესები კანზე;
  • ინფექციური დაავადებები.

არაინექციური მეზოთერაპიისთვის ყველა უკუჩვენებას აქვს გამართლება.  ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენს მიერ შეყვანილი პრეპარატი გავრცელდება მთელს სხეულში და არა მხოლოდ პრობლემური უბნების არეალში. სისხლი მათ მიიტანს ნაყოფთან საშვილოსნოში, ნაღვლის ბუშტში და სხეულის ყველა დანარჩენ ნაწილში. ყველა მათგანი არ იქნება სასარგებლო ასეთ შემთხვევებში, ამიტომ პროცედურის ჩატარებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

თვალსაჩინო შედეგის მისაღწევად რეკომენდირებულია 4-6 პროცედურა, 2 კვირიანი ინტერვალებით.

Share on facebook
გააზიარე
Пролистать наверх