რა არის ლაზერული ბიორევიტალიზაცია?

ესთეტიურ მედიცინაში ლაზერული ბიორევიტალიზაცია კანის გაახალგაზრდავების უახლესი პროცედურაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ინექციის გარეშე შევიყვანოთ კანში ჰიალურონის მჟავა, ამ ყველაფერს კი ლაზერის ენერგიის გამოყენებით ვაღწევთ.

ლაზერული ბიორევიტალიზაციის დროს, ლაზერის სხივის ენერგიის საშუალებით ხდება კანის გამტარებლობის და უჯრედულ ქსოვილებში შეღწევადობის გაზრდა. შედეგად ჰიალურონის მჟავა დერმაში აღწევს 4მმ-მდე.

ლაზერული ბიორევიტალიზაცია იწვევს მყისიერად შესამჩნევ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს. 

პროცედურის ჩვენებები

  • დაბერების პირველი ნიშნები;
  • ასაკობრივი ლაქები;
  • გამომშრალი კანი;
  • მუქი წრეები თვალებს ქვეშ;
  • კანის ტურგორის შემცირება.

პროცედურა მიზნად ისახავს კანის შიდა რეზერვების გაძლიერებას, ამიტომ, რეკომენდირებულია ლაზერული ბიორევიტალიზაციის პროცედურების ჩატარება უკვე 27-30 წლის ასაკიდან.

როგორ ტარდება ლაზერული ბიორევიტალიზაციის პროცედურა

ლაზერულ ბიორევიტალიზაციას არ აქვს სეზონური შეზღუდვა, ანუ მისი ჩატარება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს.

პროცედურის ჩასატარებლად საჭიროა სპეციალური მოწყობილობა- დიოდური ლაზერი და გელი, რომელის შემადგენლობაშიც შედის დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა.

პროცედურის პირველ ეტაპზე ხდება სახის კანის დამუშავება ზედაპირული პილინგის ან სკრაბის საშუალებით, რათა მოხდეს კანის გარქოვანებული შრის მოშორება.

პირველი ნაბიჯის დასრულების შემდეგ, ვუსვავთ დაბალმოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავას სახეზე და ლაზერის წრიული მოძრაობით ვიწყებთ პროცედურას.

პროცედურა გრძელდება სულ დაახლოებით 30 წუთი და მისი დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ნორმალურ აქტიურ ცხოვრებას, ყოველგვარი შეშუპების, სიწითლის და სისხლჩაქცევების გარეშე. გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მისაღწევად მნიშვნელოვანი პირობაა, წყლის საჭირო რაოდენობის მიღება( 2-2,5ლ).

პროცედურის უკუჩვენებები

  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • ეპილეფსია;
  • კანის ინფექციები;
  • 18 წლამდე ასაკი.

პროცედურის დადებითი მხარეები

  • რეაბილიტაცისს პერიოდის არ არსებობა;
  • უმტკივნეულო მანიპულირება;
  • სისხლჩაქცევების არ არსებობა;
  • პროცედურის სიმარტივე;
  • არ ხდება ეპიდერმისის დაზიანება;

რადგან ლაზერულ ენერგიას აქვს ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულატორული მოქმედებები, გამორიცხულია ყოველგვარი ანთების და ალერგიული რეაქციების წარმოქმნა.

Share on facebook
გააზიარე
Пролистать наверх