რა არის ბიორევიტალიზაცია?

ბიორევიტალიზაცია- ეს არის არაქირურგიული გზით კანის გაახალგაზრდავება. იგი წარმოადგენს ინექციურ მეთოდს, რომლის დროსაც კანქვეშ, დერმაში, ხდება ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატების შეყვანა .

ჰიალურონის მჟავა არის შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი სტრუქტურული ელემენტი, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის ორგანიზმში არსებულ ბევრ მნიშვნელოვან პროცესზე. მჟავა ხელს უწყობს კანის ტენიანობის შენარჩუნებას, რადგან მის ერთ მოლეკულას შეუძლია შეიკავშიროს წყლის  500-1000 მოლეკულა, სწორედ ეს უნარი უზრუნველყოფს ახალგაზრდულ კანს. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ჰიალურონის მჟავა არის ნივთიერება, რომელიც ინარჩუნებს კანის ახალგაზრდობას და სილამაზეს. ახალგაზრდების ქსოვილებში არსებობს ჰიალურონის მჟავას საკმარისი მარაგი, რაც კანს ხდის სუფთას, ელასტიურს და მკვრივს, თუმცა, დროთა განმავლობაში, ჩვენი «ახალგაზრდობის ელექსირი» იკარგება. ამის შედეგებია: კანის ტონუსის, ელასტიურობის, სიმკვრივის დაქვეითება, რის შედეგადაც იწყება ნაოჭების გაჩენა. ბუნებრივი დაბერების გარდა, ასევე არის ფოტოდაბერებაც, როდესაც კანის სტრუქტურა იცვლება ულტრაიისფერი სხივების გავლენით.

ბიორევიტალიზაციის პრეპარატების შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს როგორც სუფთა ჰიალურონის მჟავა, ასევე ვიტამინებიც, ამინომჟავეებიც, პოლინუკლეოტიდებიც, რომლებიც აძლიერებს პრეპარატის მოქმედებას.  ბიორევიტალიზაციის შემდეგ, სახის ფერი უმჯობესდება, კანი ხდება უფრო გლუვი, მკვრივი და ელასტიური, ქრება პატარა, წვრილი ნაოჭები.

ბიორევიტალიზაციის ჩვენებები:

  • კანის ელასტიურობის და სიმკვრივის შემცირება;
  • წვრილი ნაოჭების წარმოქმნა;
  • სხვადასხვა სახის პლასტიკური ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი;
  • გამომშრალი კანი;
  • არაჯანსაღი კანის ფერი;
  • სოლარიუმის შემდგომი კანის დეჰიდრატაცია;

ბიორევიტალიზაციის უკუჩვენებები:

  • ქრონიკული დაავადებები;
  • ორსულობა, ლაქტაცია;
  • კელოიდური ნაწიბურების ფორმირებისკენ მიდრეკილება;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ავთვისებიანი სიმსივნე;
  • ნებისმიერი აუტოიმუნური დაავადება;
  • პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობა.

შესაძლო გართულებები და სიფრთხილის ზომები

მიუხედავ იმისა რომ ბიორევიტალიზაცია უსაფრთხო პროცედურაა, ეს არის სამედიცინო ჩარევა, რაც ნიშნავს შესაძლო გართულებებს.

  • ალერგია. ჰიალურონის მჟავა თავისთავად არ არის ალერგენი, მაგრამ რაც უფრო მეტი კომპონენტია კოქტეილში, მით უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ რომელიმე მათგანი ალერგენად გადაიქცეს.
  • ინფექციური გართულებები. ინფექცია შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ სახის კანი არ არის საფუძვლიანად დამუშავებული, ან პრეპარატის და ინსტრუმენტების შენახვის პირობები არის დარღვეული. აქედან გამომდინარე, რეკომენდირებულია არაა ინექციები გაკეთდეს საშინაო პირობებში. ასევე, ინფექცია შეიძლება განვითარდეს თუ არ დაიცავთ ექიმის რეკომენდაციებს, პროცედურის შემდგომ მოქცევის წესებზე.
  • მიკროჰემატომები, მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, სისხლჩაქცევები. ეს არ არის გართულება, ნებისმიერი ინექციის დროს მექანიკურად ზიანდება კანი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლჩაქცევა, რომელიც გაიწოვება 2-3 დღეში.
Share on facebook
გააზიარე
Пролистать наверх