პიგმენტაციის ტიპები

ჩჩვენს წინა სტატიაში უკვე განვიხილეთ თუ რა არის პიგმენტაცია. მოდით ეხლა კი განვიხილოთ მისი გამომწვევი მიზეზები. მაშ ასე, პიგმენტაციის გამომწვევი მიზეზებია:

  • გენეტიკური- ეს შეიძლება იყოს ჭორფლი, ხალი და ა. შ.
  • ულტრაიისფერი დასხივება- მზის სხივებმა შეიძლება მოგვცეს არა მხოლოდ ულამაზესი რუჯი, არამედ უამრავი ასაკობრივი ლაქები სახეზე და სხეულზე. ეს ხდება მაშინ თუ არ ვიცავთ გარუჯვის წესებს. თუ მზის აბაზანებს ვიღებთ მზის პირდაპირი სხივების წვეშ წოლით, მაშინ დამიჯერეთ მზისგან დამცავი საშუალებაც კი ვერ გვიშველის. მზის გამოსხივება იწვევს არა მხოლოდ მელანოციტების გააქტიურებას, არამედ ატიპიური (არაჯანსაღი) უჯრედების გაჩენას, რაც უფრო საშიშია, ვიდრე ნებისმიერი ასაკობრივი ლაქები.
  • ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები- კერძოდ, ორსულობა, მენოპაუზია, ენდოკრინული სისტემის დარღვევები, საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლების, ფარისებრი ჯირკვალის პრობლემები, ჰორმონალური კონტრაცეფტივების ხანგრძლივი დროით მიღება. ყოველივე ამან შეიძლება ხელი შეუწყოს პიგმენტაციის გაჩენას.
  • ასაკი- ასაკთან ერთად კანი უფრო და უფრო მგრძნობიარე ხდება მზის სხივების მიმართ, რაც პროვოცირებას უწევს პიგმენტების წარმოქმნას, რომლებსაც უწოდებენ ასაკობრივ ლაქებს.
  • ღვიძლის, თირკმელებისა და სხვა ორგანოების დაავადებები- ზოგოერთი ორგანოს დაზიანებამ ან ფუნქციის მოშლამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ასაკობრივი ლაქების წარმოქმნა.
  • პროცედურები, რომელსაც თან ახლავს კანის დაზიანებები - ინექციური პროცედურები, სახის ღრმა წმენდა აკნეს დროს, ისეთი კრემების და სახის კანის მოვლის საშუალებების გამოყენება რომლებიც შეიცავენ ძლიერ გამაღიზიანებელ ფაქტორებს.
  • C ვიტამინის დეფიციტი.

ყველა ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ასაკობრივი ლაქების აღმოსაფხვრელად შეიძლება დაგჭირდეთ არა მხოლოდ დერმატო-კოსმეტოლოგის, არამედ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგისა და გასტროენტეროლოგის დახმარება. ეს სპეციალისტები ხელს შეუწყობენ სხეულის «შინაგანი» პრობლემების აღმოფხვრას, ხოლო კოსმეტოლოგი გაუმკლავდება გარეეგან პრობლემებს და მათ მკურნალობას.

Share on facebook
გააზიარე
Пролистать наверх