ბიორევიტალიზაციის რამდენი პროცედურაა საჭირო?

როგორც უკვე ვისაუბრეთ წინა პოსტში ბიორევიტალიზაცია ესაა სახის კანის გაახალგაზრდავება, არაქირურგიული გზით. პროცედურის დროს გამოიყენება ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებული პრეპარატები.

რამდენი პროცედურაა საჭირო და რა ინტერვალებით?

ჩვეულებრივ, ბიორევიტალიზაცია სტანდარტული სქემის მიხედვით ტარდება 3-4 პროცედურა 2 კვირიანი ინტერვალებით. პროცედურების რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის სახის მდგომარეობაზე. პირველი პროცედურის შემდეგ, კანი ხდება ბზინვარე, თანაბარი და კაშკაშა, მცირდება წვრილი ნაოჭები, უმჯობესდება სახის კანის ფერი. პროცედურის სრული კურსის ჩატარების შემდეგ, კანის ტურგორი უმჯობესდება, კანი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური, თუ არ არის გამოხატული ფტოზი, სახის ოვალი უფრო მეტად იკვეთება,  ეფექტი გრძელდება 6 თვიდან ერთ წლამდე. მიღებული შედეგის ხანგრძლივობა  დამოკიდებული იქნება პაციენტის ცხოვრების წესზე: აშკარაა, რომ აქტიურ მოწევას და ალკოჰოლს შეუძლია  ნებისმიერი შედეგი  გაფუჭება.

მნიშვნელოვანი რეკომენდაცია

როგორც უკვე ავღნიშნე წინა პოსტში ჰიალურონი მაჟავა არის წყლის მოყვარული და მისი ერთი მოლეკულა იერთებს წყლის 500-100 მოლეკულას, აქედან გამომდინარე ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია პროცედურის ჩატარების შემდეგ არის საკმარისი რაოდენობა წყალი მიღება, დაახლოებით 1,5-2 ლიტრამდე.

Share on facebook
გააზიარე
Пролистать наверх