ბიორევიტალიზაცია თუ ბიორეპარაცია?

ინექციური კოსმეტოლოგია უფრო და უფრო დახვეწილი და პოპულარული ხდება მთელს მსოფლოში. იქმნება ახალი და ეფექტური გზები დაბერების პრობლემის გადასაჭრელად.

ბიორეპარაცია და ბიორევიტალიზაცია-  დღესდღეისობით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროცედურებია სახის კანის გასაახალგაზრდავებლად.

მოდით გავეცნოთ თითოეულ მათგანს და გავარკვიოთ რომელია სინამდვილეში უფრო უკეთესი.

რა არის ბიორევიტალიზაცია?

ბიორევიტალიზაცია- ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც გამოიყენება ჰიალურონის მჟავის საფუძველზე შექმნილი პრეპარატები. სწორედ ჰიალურონის მჟავა ეხმარება კანს დაიბრუნოს ჯანსაღი ფერი და გაუმკლავდეს ნაოჭებს.

ეს არის ინექციური მეთოდი, რომელიც მოკლე დროში ახდენს კანის ღრმა დატენიანებას.

რა არის ბიორეპარაცია?

ბიორეპარაცია- ეს არის რევოლუციური საშუალება, რომელიც კანს  ახალგაზრდობას და ელასტიურობას უბრუნებს. როგორც ყველამ ვიცით, ასაკთან ერთად, ჩვენი კანი კარგავს კოლაგენს, რის გამოც ხდება უფრო მოდუნებული და არცთუ ისე მკვრივი.

ბიორეპარაცია- ეს არის კანქვეშ ვიტამინების, ამინომჟავეების, პეპტიდების და ჰიალურონის მჟავის შეყვანის პროცედურა. ბიორეპარაციის პრეპარატებში გამოიყენება სინთეზური ჰიალურონის მჟავა, რომელიც  ნაკლებად მგრძნობიარეა დესტრუქციული ფერმენტების მიმართ და კანში რჩება უფრო დიდხანს, სამ კვირამდე. სწორედ ამ უპირატესობის ხარჯზე მიიღწევა მისი შესანიშნავი ეფექტები.

ჩნდება კითხვა, ხო არაა ეს ორი პროცედურა ერთი და იგივე?

მართლაც, ერთი შეხედვით, ეს ორი მეთოდი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თუმცა, ამის მიუხედავად, არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები, მარტივად რომ ვთქვათ აღნიშნული პროცედურების ჩატარების დროს გამოყენებული პრეპარატების შემადგენლობები არის განსხვავებული.

განვიხილოთ ძირითადი განსხვავებები

ბიორეპარაციის დროს გამოიყენება ბიორეპარანტი, რომელიც გარდა ჰიალურონის მჟავისა შეიცავს და ამდიდრებს კანს ცილებით,  ამინომჟავებით და პეპტიდებით.

ისეთი ნივთიერებების   ხარჯზე, როგორიცაა ცისტეინი, გლუტათიონი, მეთიონინი, ბიორეპარანტებს აქვთ ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება.

ბიორეპარანტებს შეუძლიათ კანქვეშ დარჩენა რაც შეიძლება დიდხანს (თითქმის 3 კვირა). ასევე მათ უფრო სწრაფად შეუძლიათ მოახდინონ კანის რეგენერაციის პროცესების დაწყება.

შედარებისთვის, ბიორევიტალიზანტებს შეუძლიათ მხოლოდ 3 დღით დარჩენა კანქვეშ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება- ბიორევიტალიზაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პრევენციისთვის ასევე თერაპიული ეფექტის მისაღებადაც. ხოლო რაც შეეხება ბიორეპარაციას- გამოიყენება კონკრეტულად თერაპიული ეფექტის მისაღებად. სწორედ ამ მიზეზის გამო, ბიორეპარაცია რეკომენდირებულია 35 წლის ასაკიდან.

ბიორეპერაციის პროცედურის შემდეგ, მიღებული ეფექტი ბევრად მეტხანს ნარჩუნდება სხვა მსგავს პროცედურებთან შედარებით.

და მაინც, რომელია უკეთესი?

ორივე პროცედურა მიზნად ისახავს კანის გაახალგაზრდავებას და მისი გარეგნობის გაუმჯობესებას. უნდა აღინიშნოს, რომ ბიორეპარაციას აქვს უფრო გამოხატული და უფრო ხანგრძლივი მოქმედება. თავის მხრივ, ბიორევიტალიზაციის უპირატესობობად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ, მისი დაწყება შეიძლება ადრეული ასაკიდან, პრევენციის მიზნით. ამ პროცედურამ შეიძლება შეაჩეროს კანის დაბერების გარდაუვალი პროცესები. რაც საშუალებას იძლევა რაც შეიძლება გვიან დავიწყოთ უფრო სიღრმისეული ჩარევები.

ბიორეპარაცია თუ ბიორევიტალიზაცია-  ეს ყოველივე თითოეულმა ქალმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს.  ეს არჩევანი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: პაციენტის ასაკზე, მისი კანის მდგომარეობაზე, დერმის პრობლემების სიმძიმეზე.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ბიორეპარაცია გაუმჯობესებული ბიორევიტალიზაციაა.

Share on facebook
გააზიარე
Пролистать наверх